გაკვეთილები

ზღაპარი/გაკვეთილი

ფიქრნი

სარჩობელაზედ 

ლიზის გაკვეთილი 1

ლიზის გაკვეთილი 2

აფხაზური კანტატა

გაკვეთილი

ტომ სოიერი 

ფოტომასალა

გეგმა N4


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი: ლიზა ნიჟარაძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური. V კლასი და VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 27 - 30
გაკვეთილის თემა: ზღაპარი (იყო ის არის, რაც ყოველთვის იყო, არის და იქნება, არა იყო რა _ ამბავია, რაც არც იყო, არც არის და შესაძლოა არც არასდროს იყოს _ ილია)
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს:
1.      ტექსტის სათქმელის ამოცნობა;
2.      ზღაპრის მახასიათებლების ამოცნობა;
3.      სიუჟეტში მოქმედების განვითარების საფეხურების გამოყოფა;
4.      ინტერვიუ მწერალთან;

ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.









N
აქტივობის აღწერა/ მიზანი
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

1

აქტივობის მიზანი: თემისა და მიზნის გაცნობა;
·         მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს;
·         აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
·         თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამიყენებს მიზნის მისაღწევად;
·         რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს;
·         შეფასების ფორმებს;
·         კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას;

კედელზე გაკრულია შეფასების რუბრიკა
მთელ კლასთან მუშაობა
მონიტორი, კომპიუტერი
მიზნობრიობა: თემისა და მიზნის გაცნობა;
2 წთ
2



აქტივობის მიზანი: საშინაო დავალებით წინარე ცოდნის განმტკიცება, გონებრივი იერიშით წინარე ცოდნის გააქტიურება სკაფოლდინგის მეთოდის გამოსაყენებლად;
·         მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობია არაერთი ზღაპარი, აქვთ შესაბამისი ცოდნა და   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვებს:
1.       გაიხსენეთ, საყვარელი ზღაპარი;
2.       თქვენი აზრით, რა გასწავლათ ზღაპარმა?
3.       გაიხსენეთ, ზღაპრის საყვარელი პერსონაჟი
4.       რომელი თვისება არის თქვენთვის მისაბაძი?
5.       იმსჯელეთ, როგორი ზღაპრების დასწყისსა და დასასრულზე, როგორ იწყება ან სრულდება და რატომ;
მასწავლებელი აჯამებს საუბარს წინარე ცოდნის მიხედვით;
გონებრივი იერიში
მუშაობა მთელ კლასთან
წინარე ცოდნა
მიზნობრიობა: ძველ ცოდნაზე ახლის დაშენება მყარი ცოდნის გარანტია.
7 წთ
3.
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის ორგანიზება;
მასწავლებელი მოსწავლეებს ძირითად ფაზაზე გადასასვლელად ამზადებს;
·         მასწავლებელი იყენებს ხიდის მეთოდს, რათა გადაინაცვლოს შემდეგ ფაზაზე და უსვამს კითხვას: როგორ ფიქრობთ, ზღაპარი მხოლოდ ბავშვებისთვის არის საინტერესო?
·         მასწავლებელს მე-8 კლასის მოსწავლეები წინასწარ დაყოფილი ჰყავს ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს შესრულებული აქვს დავალება მასწავლებლის მითითების მიხედვით, რომელსაც წარუდგენენ პატარებს, ამით ისინი გაიმყარებენ ცოდნას, ამავდროულად, განივითარებენ პრეზენტაციისა და სწავლების უნარებს;
·         მასწავლებელი მე-5 კლასელებს წარუდგენს მე-8 კლასის მოსწავლეებს და ეუბნება, რომ დღეს ისინი იქნებიან მასწავლებლის როლში, ისინი წარუდგენენ ინფორმაციას ზღაპრის შესახებ, მისცემენ დავალებას და დაუსვამენ კითხვებს, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ისინი განმავითარებელ კომენტარს გამოიყენებენ;

მინილექცია
მთელი კლასი
მიზნობრიობა: ინფორმაციის მიღება-დახარისხება;

3 წთ
4.
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის დახარისხება-ორგანიზება, ახალი მასალის გაგება, კავშირების დადგენა, გააზრება-გაანალიზება;
·         მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს გაკვეთილის თემას: ზღაპარი;
·         მასწავლებელი და მე-8 კლასის მოსწავლეები ახალი მასალის მიხედვით მოსწავლეებს წარუდგენს ვიზუალურ მასალას _ სლაიდ-შოუების სახით;
მინილექცია
მთელი კლასი
რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი

მიზნობრიობა: ცოდნის ვიზუალიზაცია ააქტიურებს მეხსიერებას, რაც საფუძვლიანი განათლების მისაღებად ეფექტიანი საშუალებაა.

5.



აქტივობის მიზანი: ინფორმაციის დახარისხება-ორგანიზება, ახალი მასალის გაგება, კავშირების დადგენა, გააზრება-გაანალიზება, სწავლა-სწავლებისა და საპრეზენტაციო  უნარების განვითარება.
·         მოსწავლეები წარდგენილი მასალის მიხედვით პატარებს დაუსვამენ კითხვებს:
1.       ჩამოთვალეთ ზღაპრის მახასიათებლები;
2.       რა სათქმელი აქვს ავტორს „პატარა დინოზავრში“?
3.       ჩასვით, ზღაპრის მიხედვით, სწორად შერჩეული წინადადებები სიუჟეტის განვითარებაში: დასაწყისი, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული;
4.       რა მთავარი სათქმელი აქვს ავტორს „საპოვნელაში“?
5.       რა მსგავსება და განსხვავება არის ამ ორ ზღაპარს შორის?

წყვილებში მუშაობა;
პრეზენტაცია
ჯგუფური სამუშაო
რესურსი, წიგნი,მარკერი, თაბახის ფურცელი, რვეული, კალამი.
მიზნობრიობა: მოტორიკა აუცილებელია წერითი და სააზროვნო უნარების ჩამოსაყალიბებლად, მით უფ პრეზენტაციის უნარების სრულყოფისთვის.
9 წთ
6.
მასწავლებელი აჯამებს პრეზენტაციებს;
იყენებს განმავითარებელ შეფასებას;
მე-8 კლასის მოსწავლეები აფასებენ მე-5 კლასელების მუშაობას განმავითარებელი შეფასებით და აძლევენ რჩევებს;
შეჯამება,

მუშაობა მთელ კლასთან
ცარცი, დაფა, წიგნი;
მიზნობრიობა: გაანალიზება-შეფასების, საკომუნიკაციო, უნარების განვითარება
3 წთ
7.
აქტივობის მიზანი: ტრანსფერი, კავშირების აღმოჩენა, შესასწავლი მასალის სიღრმისეულად გაააზრება;

·         მასწავლებელი აჯამებს გამოთქმულ მოსაზრებებს;
·         მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ზღაპარი „საპოვნელას“ ავტორს დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე


დაკვირვება საკუთარ და სხვათა აზროვნების პროცესზე
მუშაობა მთელ კლასთან
მიზნობრიობა:  ავტორთან შეხვედრა მოსწავლეს დაამყარებინებს კავშირებს დღევანდელობასთან, სიღრმისეულად გაააზრებინებს მასალას.
4 წთ
8.
აქტივობის მიზანი: შეფასება, რჩევა, რეფლექსია სამომავლო წინსვლისთვის;
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება,ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი, რომელიც გაუგებარია მათთვის, ხომ არ აქვთ კითხვები? სთხოვს შეაფასონ გაკვეთილი 3-2-1 მეთოდის გამოყენებით: წერილობით ჩამოაყალიბონ 3 რამ, რაც მოეწონათ გაკვეთილზე, 2 რამ, რამაც ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია და ერთი რამ, რასაც შეცვლიდნენ;
·         მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ და იყენებს შეფასების ფორმებს:
1.       განმავითარებელ შეფასებას; (მე-5 და მე-8 კლასი)
2.       განმსაზღვრელი შეფასება (მე-8 კლასი)
3.       ვითშეფასებას.


შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების კითხვარი/
მიზნობრიობა: გამჭვირვალე, ობიექტური შეფასებისა და თვითგანვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებია შეფასების რუბრიკები და კითხვარები.
3წთ
9.
·         საშინაო დავალება:
1.       დაწერონ ზღაპარი სიუჟეტის საფეხურების განვითარების მიხედვით.
ინსტრუქტაჟი
მუშაობა მთელ კლასთან
რვეული, კალამი, წიგნი;
მიზნობრიობა: ცოდნის განმტკიცება.
2 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
 მოსწავლე
2.      ტექსტის სათქმელის ამოცნობს;
3.      ზღაპრის მახასიათებლებს ამოიცნობს;
4.      სიუჟეტში მოქმედების განვითარების საფეხურების გამოყოფს;
5.      ინტერვიუს ჩამოართმევს წერალს.


საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
მსჯელობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად ;საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
საკითხს გადმოსცემს გასაგებად, თუმცა ხარვეზებით
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის არგუმენტირებულად და დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
იშვიათად ან  ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
ტექსტზე მუშაობა
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს და განმარტავს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რულებს
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს  კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რუკებს
დახმარების გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
უჭირს ან ვერ ახარისხებს ინფორმაციას

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
9-10
7-8
6-7
1-4
ჯგუფში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, ყველათანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი, დანარჩენები პასიური მსმენელები არიან
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის  უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა
გადანაწილებული აქვთ მოვალეობებიახერხებენ თანამშრომლობას
განაწილებული აქვთ მოვალეობები,თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ თანამშრომლობას
არ აქვთ თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
  წარმოდგენილი დავალება აზრობრივად, ლოგიკურად და ენობრივად  გამართულია
წარმოდგენილი დავალება აზრობრივად, ლოგიკურად და ენობრივად  გამართულია,თუმცა შეინიშნება ენობრივი ხარვეზები
დავალება სერიოზული ხარვეზებითაა წარმოდგენილი
წარმოდგენილი დავალება გაუმართავია
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
 მოძიებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია  შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია რამდენადმე შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია არ შეესაბამება დავალებას
დროის ლიმიტი
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
 იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
არ  იცავენ დროის ლიმიტს




გეგმა N3


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ელიზა ნიჟარაძე;  
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური _ VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 31
გაკვეთილის თემა: რევაზ ინანიშვილისჩიტების გამომზამთრებელი“ („პირველად იყო სიტყვა...“)
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლემ შეძლოს:
1. ტექსტის გაანალიზება ენობრივ-სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით (ამოიცნოს მორფოლოგიური ერთეულები, გაარჩიოს პირები, გამოყოს ზმნის სუბიექტურ-ობიექტური პირის ნიშნები);
2. ამოიცნოს, იპოვოს და გააანალიზოს ტროპული მეტყველების სახეების (დიალოგი, ეპითეტი, შედარება, მეტაფორა...) ფუნქცია;
3. ამოიცნოს ჟანრი, შეძლოს ჟანრობრივი მახასიათებლების გარჩევა;
4. გაანალიზოს სიუჟეტის განვითარების საფეხურები.
 ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                             







N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

1


·         მასწავლებელი სვამს ინტერესის გასაღვივებლად, მოტივაციის, განწყობის ასამაღლებლად მაპროვოცილებელ კითხვას; (რა იყო პირველად, მანამ, ვიდრე სამყარო შეიქმნებოდა? დაგიწერიათ მოთხრობა? ლექსი? რა არის საჭირო ლიტერატურული ნაწარმოების შესაქმნელად?)
·         მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს;
·         აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
·         თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამიყენებს მიზნის მისაღწევად;
·         რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს;
·         შეფასების ფორმებს;
·         კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას;

კედელზე გაკრულია შეფასების რუბრიკა
მთელ კლასთან მუშაობა
თაბახის ფურცელი
2 წთ
2



მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობია მეტყველების ნაწილები, ზმნის პირების შეწყობა და სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნების გარკვეული ნაწილი, აქვთ შესაბამისი ცოდნა, ფლობენ კითხვისა და  ნაწარმოების შექმნის სხვადასხვა სტრატეგიებს და   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვებს:
1.       გაიხსენეთ, რომელ მეტყველების ნაწილებს ვიცნობთ, საჭიროა თუ არა მათი გამოყენება მეტყველებისას, ნაწარმოების აგებისას;
2.       გაიხსენეთ ზმნის რაობა, პირების შეწყობა, სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები;

გონებრივი იერიში
მუშაობა მთელ კლასთან
წინარე ცოდნა
3 წთ
3



·         მასწავლებელი გადადის გაკვეთილის ძირითად ფაზაზე, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას: ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ _ როგორ იქმნება ნაწარმოები (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალები, სიუჟეტის განვითარების თავისებურებები, ჟანრული კოდი).
·         კლასი წინასწარ დაყოფილია წყვილებად, მასწავლებელი თითოეულ წყვილს აძლევს პირველ დავალებას და ინსტრუქციას, ურთიერთსწავლების მეთოდით დაამუშაონ ტექსტი. მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, აძლევს მათთვის დაძლევად აქტივობას (ამოწერონ ახალი ლექსიკური ერთეულები, ხაზი გაუსვან გამოყენებულ ზმნებს, ერთპირიანს ერთი, ორპირიანს ორი, სამპირიანს სამი, ამოწერონ სუბიექტური და ობიექტური  პირის ნიშნით გამოყენებული ზმნები და გამოყონ პირის ნიშნები /ხუთიოდე ზმნა საკმარისია, დაფიქრდნენ რომელი პირის ნიშნით გამოყენებული ზმნა ჭარბობს და გამოიტანონ დასკვნა _ რომელ პირშია საუბარი და რაზე მიანიშნინებს ეს)
ურთიერთსწავლების მეთოდი
წყვილური
წიგნი,მარკერი, რვეული, კალამი.
5 წთ
4



·         მოსწავლეები ინდივიდუალურად წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს;
·         მაწავლებელი სვამს კითხვას: რას შეიძლება მიანიშნებდეს ზმნის სხვადასხვა პირში მოხმარება? რისთვის ყოფილა საჭირო ზმნის სწორი პირის ნიშნებით გამოყენება?
·         მასწავლებელი განმარტავს ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობას;

მინიპრეზენტაცია
ნაშრომს ინდივიდუალურად წარმოადგენს მოსწავლე
დაფა,ფლიპჩარტი,ჯგუფის ნაშრომი
5 წთ
5
·         მასწავლებელი სვამს კითხვებს წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:
1.       რომელ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იცნობენ მოსწავლეები;
2.       რისთვის გამოიყენება ისინი ლიტერატურულ ნაწარმოებში;

  
კითხვა-პასუხი
მუშაობა მთელ კლასთან
ტექსტი,მოსწავლე,მასწავლებელი
3 წთ
6
·         მასწავლებელი წყვილებს შესაძლებლობების გათვალისწინებით ინდივიდუალურ დავალებას აძლევს:
·          მოსწავლეებმა ტექსტში იპოვონ ეპითეტები, მეტაფორა, ჩამოაყალიბონ რისთვის გამოიყენა ავტორმა (რძისფერი, პრიალა, დაღლილი, ნაღვლიანი, ფაფუკი.... სხვამ არ ჩაგიკრას დინგი....);
·         მოსწავლეები გაანალიზებენ რისთვის იყენებს ავტორი ტროპულ მეტყველებას;

მინიპრეზენტაცია
მუშაობა მთელ კლასთან
ცარცი, დაფა
5 წთ
7
·         მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       როგორ ფიქრობთ, მხატვრული ხერხების გარეშე რას დაკარგავდა ნაწარმოები, შეძლებდა მკითხველი სათქმელის გაგებას, პერსონაჟთა ფსიქოტიპის ამოცნობას?
2.       გარდა აღმოჩენილი ეპითეტებისა და მეტაფორების, გადმოცემის რა საშუალებას მიმართავს ავტორი? რისთვის გამოიყენება დიალოგი?


კითხვა-პასუხი
მუშაობა მთელ კლასთან
ტექსტი,მოსწავლე,მასწავლებელი
3 წთ
8
·         წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი სვამს დიაგნოსტიკურ კითხვებს:
·         ჟანრის რომელ სახეებს იცნობთ?
·         რა მახასიათებლები აქვს ნოველას, იგავ-არაკს, მოთხრობას?
·         რა მახასიათებლები აქვს პიესას?
·         რომელ ჯგუფში ერთიანდება ნოველა, მოთხრობა, პიესა?
·         მოთხრობის თავისებური სახის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ სხვა, უკვე ნასწავლი მოთხრობები, აღმოაჩინონ სხვაობა;
კითხვა-პასუხი; მსგავსება-განსხვავებისთვის დაფაზე გამოტანილი ე.წ. „T სქემა“
მუშაობა მთელ კლასთან
ცარცი, დაფა
5 წთ
9
·         მასწავლებელი ცოდნის გასამყარებლად მოსწავლეებს სთავაზობს მინივიქტორინას წინასწარ ტექსტზე დაყრდნობით შექმნილი რესურსის გამოყენებით, ყოფს კლასს ორ ჯგუფად და ინიშნავს სწორი პასუხების რაოდენობას.
კითხვა-პასუხი
მუშაობა მთელ კლასთან.
რესურსი, კომპიუტერი, პროექტორი.
5 წთ
10
·         მასწავლებელი წამოჭრის საკითხს საკლასო მსჯელობისთვის:
·         როგორ იქმნება ნაწარმოები?
·         საკმარისია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები?
·         თემა, იდეა, სიუჟეტის განვითარება, დაყავით ნაწარმოები სიუჟეტის განვითარების მიხედვით /დასაწყისი, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა, დასასრული/, რა უფრო მნიშვნელოვანია _ ამბავი თუ იდეა?
·         რა დანიშნულება, ფუნქცია, აქვს სათაურს?
·         ესე იგი, რა არ იქნებოდა სიტყვის გარეშე? რა ძალა ჰქონია სიტყვას?
საკლასო მსჯელობა
მუშაობა მთელ კლასთან
მოსწავლე, ფლიპჩარტი;
5 წთ
11
·         მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება,ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი,რომელიც გაუგებარია მათთვის, ხომ არ აქვთ კითხვები?  მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ და იყენებს შეფასების ფორმებს
1.       ურთიერთშეფასებას
2.       განმავითარებელ შეფასებას
3.       განმსაზღვრელ შეფასებას
4.       თვითშეფასებას

დაკვირვება საკუთარ და სხვათა აზროვნების პროცესზე
მუშაობა მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკა,თვითშეფასების კითხვარი
3 წთ
12
·         საშინაო დავალება:
1.       წაიკითხონ ტექსტი ცოდნის განსამტკიცებლად, იფიქრონ რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების სათაურზე;
ინსტრუქტაჟი
მუშაობა მთელ კლასთან

1 წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
 მოსწავლე
·         შეძლებს ამოიცნოს მეტყველების ტიპები ერთი ტექსტის ფარგლებში;
·         შეძლებს ამოიცნოს და განმარტოს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების ძირითადი მახასიათებლების დანიშნულება;
·         ამოიცნობს და განმარტავს ფრაზებსა და სიტყვებს (სხვადასხვა მოდალობის გამომხატველ ზმნებს), რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან (თვალსაზრისისაგან);
·         ამოიცნობს მხატვრულ სახეებს (გაპიროვნებას, შედარებას, მეტაფორას) და განმარტავს მათ ფუნქციას ტექსტში;
·         განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში;

·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;



საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მსჯელობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
9-10
7-8
5-6
1-4
ზმნათა განსაზღვრა
სწორად განსაზღვრავს ზმნის პირებსა და ნიშნებს; მსჯელობს, მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები;
არასრულფასოვნად აყალიბებს ზმნის პირებსა და ნიშნებს; მსჯელობა ნაწილობრივ არგუმენტირებულია;
მხოლოდ დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს თემას
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემას;
ჟანრის განსაზღვრა
მასალას კარგად იცნობს, შეუძლია სწორად განსაზღვრა და მახასიათებლებზე მსჯელობა;
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს მახასიათებლები, უმეტესად სწორად ამოიცნობს ჟანრი;
დახმარების შედეგად შეუძლია ამოიცნოს;
დახმარების შედეგადაც კი არ  შეუძლია ამოიცნოს პარალელები
მხატვრულ-გამომსახველობითი ენობრივი საშუალებების განსაზღვრა;
მსჯელობს ტროპის სახეებზე, არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება, უჭირს მათი მხატვრული ფუნქციის განსაზღვრა
დახმარების შემდეგ შეუძლია ამოიცნოს ეპითეტი და შედარება
არ იცნობს ტროპის სახეებს
წინადადების კონსტრუირება
მეტყველებს გამართულად, აქვს მდიდარი ლექსიკა; შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს
მეტყველებს გამართულად; იცავს მართლმეტყველების წესებს; მსჯელობის დროს იშვიათად, მაგრამ მაინც უშვებს შეცდომებს
მეტნაკლებად გამართულად საუბრობს; იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
არ იცავს მართლმეტყველების წესებს; უჭირს გამართულად საუბარი
ტექსტზე მუშაობა
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას; ამოიწერს და განმარტავს წინადადებებს;
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას; ამოიწერს  წინადადებებს;
დახმარების გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
უჭირს ან ვერ ახარისხებს ინფორმაციას
მსჯელობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს  მსჯელობაში
წყვილური მუშაობის შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
9-10
7-8
6-7
1-4
ჯგუფში, წყვილში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, დანარჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი, დანარჩენები პასიური მსმენელები არიან
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, უსმენენ ერთმანეთს, შეუძლიათ თანამშრომლობა
გადანაწილებული აქვთ მოვალეობებიახერხებენ თანამშრომლობას
განაწილებული აქვთ მოვალეობები,თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ თანამშრომლობას
არ აქვთ თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
 მოძიებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია  შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია რამდენადმე შეესაბამება დავალებას
 მოძიებული ინფორმაცია არ შეესაბამება დავალებას
დროის ლიმიტი
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
 იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
არ  იცავენ დროის ლიმიტს



https://youtu.be/wH9IpuLnEL4

გეგმა N2


გაკვეთილის გეგმა:
ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლა;
მასწავლებელი: ელიზა ნიჟარაძე;
კლასი:
V და IV
მოსწავლეთა რაოდენობა:
33;   25
გაკვეთილის მთავარი თემა:
ჩემი თავგადასავალი“ _ აკაკი წერეთელი;
გაკვეთილის ტიპი:
ინოვაციური; სწავლა სწავლებით;
შესაბამისობა ესგ-სთან;
ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება  და მსჯელობა მათს ურთიერთ-მიმართებაზე; აქვს მედია-წიგნიერების საწყისი უნარჩვევები.
ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.

გაკვეთილის მიზნები:
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე ინფორმაციის წარმოდგენის ადეკვატური ხერხის არჩევა.
წინარე ცოდნის გააქტიურება; რეალობისა და გამოგონილი ამბის ამოცნობა, მთავარისა და არამთავარი სათქმელის ამოცნობა, მოვლენის შეფასების, აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის, გააზრება-ანალიზის, შემოქმედებითი უნარის განვითარება.
გამჭოლი კომპეტენციები: სწავლა სწავლებით,  ეკოლოგიური საკითხების გათავისება, ბუნებასთან ურთიერთკავშირის აღმოჩენა.
 მედიაწიგნიერების უნარების განვითარება_
ვიზუალური მასალის შექმნა, ადეკვატური აღქმა.
წინასწარი ცოდნა:
აკაკი წერეთელი _ ბიოგრაფიული ცნობები, „ჩემი თავგადასავალი“; გამართული მეტყველება; ინფორმაციის ამოკითხვა, დახარისხება. ავტობიოგრაფია, მემუარები.

გაკვეთილის მსვლელობა:
1.       (2 წუთი) ინტერესის, მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებელს შემოაქვს კალათი. სვამს კითხვებს, მოსწავლეები გამოთქვამენ მასთან დაკავშირებულ ვარაუდს. პედაგოგი მათ უხსნის, რომ ხელით მოუწევთ კალათში მოთავსებული უცნობი საგნის ამოცნობა. ამასთან, უფროსკლასელები აჩვენებენ გამოჭრილ ნიშნებს, რომელთაც უმცროსები მიიღებენ გაკვეთილის ბოლოს, შეძენილი ცოდნის მიხედვით.
2.       (1 წუთი) ამავდროულად, მასწავლებელი სვამს დიაგნოსტიკურ კითხვებს არსებული ცოდნის გამოსავლენად და განწყობის შესაქმნელად (იცნობენ თუ არა აკაკის შემოქმედებას?).
3.       (25 წუთი) მოსწავლეები იწყებენ ნაწარმოების ინტერპრეტირებული ვარიანტის პრეზენტაციას. პარალელურად წაიკითხავენ, უმცროსებთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნილი დიდი წიგნიდან  შესაბამის ეპიზოდებს, შინაარსის მიხედვით საიდუმლო კალათში მოთავსებულ ნივთებს ამოაცნობინებენ.
4.       (6 წუთი) მე-5 კლასელი მოსწავლეები მიღებული ცოდნის შესაფასებლად მე-4 კლასელებს დაუსვამენ კითხვებს და თავად აღმოაჩენენ საუკეთესოებს, მათ დაუწერენ ნიშნებს.
5.       (7 წუთი) მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, მასწავლებელი ღრმად გააზრებისა და შეფასებისთვის სვამს კითხვებს.
6.       (4 წუთი) მასწავლებელი შეახსენებს აკაკის ცნობილ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს (ისინი ერთად შეასრულებენ)  და აძლევს დავალებას _ დაწერონ საკუთარი ავტობიოგრაფია
შეფასების საგანი:
განმსაზღვრელი შეფასება, ნიშნების სახით, იმის მიხედვით  თუ რამდენად შეძლო მოსწავლემ ცოდნის ათვისება (5-6 ქ.) სიუჟეტური ხაზის, მსჯელობის თანმიმდევრობის დაცვა, გაგება-გაანალიზება (7-8 ქ.) აუდიტორიის დაინტერესება, დეტალების, მთავარისა და მეორეხარისხოვანი საკითხების ამოცნობა, ორიგინალური აზროვნების, შემოქმედებითობისა და სათქმელის სწორად მიტანის, სწავლების უნარის  გამოვლენა (9-10 ქ.).  შენიშვნა: შეფასდება მხოლოდ საუკეთესო ჯგუფი, საუკეთესო მოსწავლეები.
საჭირო რესურსები:
დაფა, ცარცი, წიგნი, ფორმატი, შექმნილი რესურსი, კალათი, სათამაშო ნივთები სიუჟეტის მიხედვით.




გეგმა N1
გაკვეთილის გეგმა:
ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლა;
მასწავლებელი: ელიზა ნიჟარაძე;
კლასი:
XI
მოსწავლეთა რაოდენობა:
21
გაკვეთილის მთავარი თემა:
ვაჟა-ფშაველა _ „ბახტრიონი“ (XVII თავი)
გაკვეთილის ტიპი:
ინტეგრირებული (ქართული ენა და ლიტერატურა; ისტორია)
შესაბამისობა ესგ-სთან;
ქართ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ.XI,3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გამაძლიერებელი საშუალებები;
ქართ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება, მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;
ქართ.XI.9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
ქართ.XI.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეს დაწერა.

გაკვეთილის მიზნები:
ისტორიული რეალობისა და გამოგონილი ამბის ამოცნობა, მთავარისა და არამთავარი სათქმელის ამოცნობა, პარალელის გავლება, განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა, მოვლენის შეფასების, აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის. შემოქმედებითი უნარის განვითარება, კრიტიკული აზროვნება.
წინასწარი ცოდნა:
მე-17 საუკუნის საქართველო; პოემა „ბახტრიონის“ განვლილი მასალა. გამართული მეტყველება; ინფორმაციის ამოკითხვა, დახარისხება. ტექსტის შეკუმშვის უნარი.
გაკვეთილის მსვლელობა:
1.      (10 წუთი) ინტერესის, მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებელს შემოაქვს ბახტრიონის ციხის ამსახველი სურათი, სვამს კითხვას რა იციან ციხეებისა და კერძოდ, ამ ადგილის შესახებ. სავარაუდო პასუხების მოსმენის შემდეგ, წინასწარ მომზადებული საქართველოს რუკის მეშვეობით, მასწავლებელი აჩვენებს ზუსტ ტერიტორიას და აწვდის ინფორმაციას ბახტრიონის ციხეზე, მისი აგების, 1659 წლის კახეთის აჯანყების, თუშ-ფშავ-ხევსურეთში არსებული ისტორიული პირებისა და ვითარების შესახებ.
2.      (3 წუთი) ამავდროულად, ისტორიის მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეები ავსებენ ცხრილს (აჯანყების მონაწილენი, ტრადიციები, ეპოქის მახასიათებლები, გარემო).
3.      (7 წუთი) მოსწავლეები იწყებენ ნაწარმოების კითხვას (მე-17 თავი) პაუზებით, წინასწარ დარიგებულ ცხრილში (პერსონაჟები, ტრადიციები, ეპოქის მახასიათებლები, გარემო) გადააქვთ   ამოკითხული ინფორმაცია.
4.      (7 წუთი)მოსწავლეები უყურებენ სლაიდ-შოუს.
5.      (5 წუთი) მოსწავლეები ცხრილების მეშვეობით განასხვავებენ ისტორიულ რეალობასა და მწერლის სამყაროს,  მინილექციის საშუალებით შეჯამდება განმასხვავებელი და მსგავსი ნიშნები. ისმის კითხვა: რატომ დასჭირდა მწერალს სამი უდიდესი პიროვნების, ბიძინას, შალვასა და ელიზბარის გვერდის ავლა? რატომ გამოიგონა ახალი პერსონაჟები?
6.      (12 წუთი) მოსწავლეებს ორ ჯგუფად ვყოფ: ისტორიული რეალობა და ნაწარმოების სამყარო. იმართება დისკუსია. იკვეთება ფაქტის მნიშვნელობა და მწერლის ჩანაფიქრის, სათქმელის დანიშნულება.
7.      (1 წუთი) დავალება _ დაწერონ ესე: უძეგლოდ დაკარგული დიდებული ადამიანები.
შეფასების საგანი:
განმსაზღვრელი შეფასება, ნიშნების სახით, იმის მიხედვით  თუ რამდენად შეძლო მოსწავლემ ცოდნის ათვისება (5-6 ქ.) სიუჟეტური ხაზის, მსჯელობის თანმიმდევრობის დაცვა, გაგება-გაანალიზება (7-8 ქ.) აუდიტორიის დაინტერესება, დეტალების, მთავარისა და მეორეხარისხოვანი საკითხების ამოცნობა, პარალელის გავლება, კრიტიკული, ორიგინალური აზროვნების, შემოქმედებითობისა და სათქმელის ღრმად წვდომის უნარის  გამოვლენა (9-10 ქ.).
საჭირო რესურსები:
დაფა, ცარცი, წიგნი, ბახტრიონის ციხის ამსახველი სურათი, ამობეჭდილი ცხრილები, რუკა, კომპიუტერი.
https://docs.google.com/presentation/d/1vwbghzO1Hxxjq89JptNvTftcLXfjkP5Y5yrmuVuzm28/pub?start=false&loop=false&delayms=2000

Комментариев нет:

Отправить комментарий