სამუშაო შეხვედრები


შეხვედრათა ფოტომასალა

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორი პედაგოგი/ქოუჩი: ელიზა ნიჟარაძე;
შეხვედრების თარიღი:  20.03.2019-25.03.2019-1.04.2019              დრო: 15:00
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება სასწავლო პროცესში
მიზანი:  
1.    გამოცდილების გაზიარება;
2.    განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმების გამოყენების ტექნიკის განხილვა;

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა N1

პირველი შეხვედრა გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო პროცესში შეფასების მნიშვნელობის განხილვას დაეთმო. მასწავლებელთა უმეტესობა კარგად აცნობიერებს გამჭვირვალე განმსაზღვრელი შეფასების მნიშვნელობასა და განმავითარებელი შეფასების აუცილებლობას სწავლების სრულყოფის საქმეში. მათ საკუთარი პრაქტიკიდან მოიყვანეს მაგალითები, სამართლიანობისა და ობიექტურობის აუცილებლობის დასადასტურებლად. საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა განმავითარებელ შეფასებაზე, ყველა მათგანი კარგად აცნობიერებს, რომ მოსწავლის წინსვლა, შედეგების გაუმჯობესება დამოკიდებულია სწორად გაცემულ განმავითარებელ კომენტარზე.
შესაბამისად, დადგინდა, რომ შეხვედრები ამ თემას მიეძღვნებოდა და ისინი საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენებენ და დანერგავენ შეფასებათა გაანალიზებულ სისტემას, რაზედაც ერთობლივად ვიმსჯელებთ და განვიხილავთ.
ამავე სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმები, საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების ტექნიკა და მართებული ფორმები. წარვუდგინე შეხვედრისთვის მომზადებული რესურსი, სადაც თავმოყრილია მასალა, რჩევები და კოლეგათა გამოცდილება განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებსა და მიზნიდან გამომდინარე, მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში.
შევთანხმდით, რომ ისინი გამოიყენებენ საკუთარი გაკვეთილის წარმართვისას მიზანთან კარგად მორგებულ შეფასებას, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობით შედგება.
მასწავლებლები წარმოადგენენ გაკვეთილის გეგმასა და მოსწავლეების ჩართულობით, ერთობლივად შექმნილ კრიტერიუმებს, რასაც გავეცნობით მესამე, შემაჯამებელი შეხვედრისას.



თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება სასწავლო პროცესში
მიზანი:
1.    განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გააზრება;
2.    განმავითარებელი შეფასების გამოყენების ტექნიკის განხილვა;

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა N2

მასწავლებლებთან ჩატარებული მეორე შეხვედრა დაეთმო განმავითარებელ შეფასებაზე, მისი გამოყენების აუცილებლობასა და შედეგიანობაზე საუბარს. კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება. გამოითქვა ვარაუდები და დაისახა განმავითარებელი შეფასების გამოყენების გზები.
სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები, საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების ტექნიკა და მართებული ფორმები. წარვუდგინე შეხვედრისთვის მომზადებული რესურსი, სადაც თავმოყრილია მასალა, რჩევები და კოლეგათა გამოცდილება განმავითარებელი შეფასების სახეებსა და მიზნიდან გამომდინარე, მის გამოყენებაზე საგაკვეთილო პროცესში.
შევთანხმდით, რომ კოლეგები საგაკვეთილო პროცესში, მიღებულ რჩევებზე დაყრდნობით, გამოიყენებენ განმავითარებელ შეფასებას და მესამე შეხვედრაზე წარმოადგენენ გაკვეთილის გეგმასა და განმავითარებელი შეფასების ნიმუშს.


თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება სასწავლო პროცესში
მიზანი:
1.    განმავითარებელი შეფასების გამოყენების ეფექტიანობის შეჯამება;
2.    განმსაზღვრელი შეფასების გამოყენების ეფექტიანობის შეჯამება;

მესამე შეხვედრაზე შეჯამდა განხორციელებული აქტივობები, მასწავლებლებმა წარმოადგინეს გაკვეთილის გეგმები და ისაუბრეს ახალ გამოცდილებაზე, მის ეფექტიანობასა და დანერგვის სირთულეებზე.
მათ მიერ ამ ტიპის შეფასებების გამოყენებისა და დაკვირვების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა ჩართულობით შექმნილი განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმები ეფექტიანი აღმოჩნდა, მოსწავლეებს ჰქონდათ ობიექტურობის, გამჭვირვალობის განცდა, რამაც აამაღლა მოტივაცია და ჩართულობა.
ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლები აქტიურად იყენებდნენ განმავითარებელ შეფასებას, რაც აისახა მოსწავლეებზე, ისინი ცდილობდნენ რჩევის სახით მიცემული შეფასება-რჩევები გაეთვალისწინებინათ, სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახდა, ვინაიდან ისინი ხედავდნენ შედეგებს, ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს აღნიშნავდა პედაგოგი, რაც დამატებითი მოტივატორი აღმოჩნდა.
დასასრულს, პედაგოგებმა აღნიშნეს ამ სამუშაო შეხვედრების ეფექტიანობა და გამოთქვეს სურვილი მსგავსი აქტივობების ყოველღიურ პრაქტიკაში დანერგვის შესახებ.



Комментариев нет:

Отправить комментарий