პროექტები




































პროექტის "წიგნი-მე-მატიანე" გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი სასწავლო თემის ავტორი სახელი და გვარი ლიზი ნიჟარაძე რაიონი საბურთალო სკოლა 62-ე ქალაქი თბილისი თემის მონახაზი თემის დასახელება __წიგნიერება პროექტი: „წიგნი-მე-მატიანე“ თემის შინაარსი მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას წიგნის წარმოშობაზე, ადამიანთა განვითარებაზე. განხორციელებული აქტივობებით: ექსკურსიები, წარმოდგენები, ინტერვიუ, ჯგუფური მუშაობა, კოლაბორაცია, ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, საკუთარი ხელით წიგნის შექმნა, შეხვედრა ცნობილ ადამიანთან, მათ დაეხმარება წიგნიერების ამაღლებაში, სხვა თვალით დაანახებს განათლების მნიშვნელობას, ამავდროულად, შეიძენენ ცოდნას, შეძლებენ გაანალიზებას, შეფასებასა და სინთეზს. საგანი ქართული ენა და ლიტერატურა დონე/კლასი მე-4 კლასი განხორციელების დროის ჩარჩო 1. დიაგნოსტიკური კითხვები, სქემებით მუშაობა, მოსწავლეთა ინტერესების დადგენა, ჯგუფებად დაყოფა, მიმართულების მიცემა ___________ 1 კვირა 2. ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, გაცვლა. სად ვცხოვრობთ, რა ვიცით სამყაროს შესახებ, რა მიღწევებია ასტრონომიაში, დედამიწა და მისი განვითარება. გასვლითი გაკვეთილი უნივერსიტეტის ასტრონიმიის კათედრაზე არსებულ პლანეტარიუმში. ________________ 1 კვირა 3. წინაპრების ღვაწლი, განვითარება და წინსვლა. ექსკურსია უფლისციხეში, წინაპართა ნაშრომების, განვითარების აღქმა და გაცნობა. წარმოდგენა__ ძველი ქართული სუფრა, ტრადიციები, ლიტერატურა, სიმღერა, ცეკვა, როგორც სუფრის აუცილებელი ატრიბუტიკა ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში___________2 კვირა 4. ლურსმნული დამწერლობა, პირველი ქაღალდი, პაპირუსები, ეტრატები, მათი დამუშავების ტექნოლოგიები, სტუმრობა გამომცემლობაში __________ 1 კვირა 5. საყვარელი მოთხრობა, რას გვასწავლის, რა ღირებულება აქვს, ტესტირება _ ვაჟა-ფშაველას „სათაგური“; წარმოდგენა სცენაზე „სათაგური“ ________ 2 კვირა 6. ბიბლიოთეკა, მისი დანიშნულება, ინფორმაციის მოძიება უძველეს წიგნებზე, ჩვენი საგანძური, სტუმრობა საჯარო ბიბლიოთეკასა და ელექტრონულ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში _________ 2 კვირა საკუთარი ხელით წიგნის შექმნა _________ 2კვირა 7. მოიძიებული და შეძენილი ცოდნის კლასიფიკაცია, ჯგუფების მიხედვით, სლაიდ-შოუს მომზადება, ფორმატებზე, თვალსაჩინოებისთვის გადმოტანა___ კოლაბორაციული მუშაობა მეათე კლასელებთან ___________ 1 კვირა 8. წლის განმავლობაში წაკითხული და შესწავლილი ადაპტირებული “ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი ხელით დაწერა შინაარსის მიხედვით, დასურათება და აკინძვა. __________ მთელი პროექტის განმავლობაში (2 თვე) 9. პრეზენტაცია, ცნობილი ადამიანის სტუმრობა, ინტერვიუ, ერთობლივი აქცია სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. _______ 1 კვირა. თემის საფუძვლები შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშ-ნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრე-სატის გათვალისწინებით. ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატუ-რული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა. ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება. ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძ-ლია სხვადასხვა სახის საინ-ფორმაციო ხასიათის ილუს-ტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლო-პედიიდან, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხური-ანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.). ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძ-ლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება. ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა. მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ აზრს და აფასებენ სხვათა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. შეუძლიათ დამოუკიდებელი მუშაობა. სიღრმისეული ცოდნა წარმოჩინდება დეტალური მაგალითების და შედარებების გამოყენებით მსჯელობისას. აქტიურად ერთვებიან კოლაბორაციულ სწავლებაში. შეუძლიათ მოძიებული ინფორმაციის, ჩატარებული სამუშაოების ანალიზი, შეფასება და სინთეზი. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგადი კითხვა 1.როგორ მოვიდა ადამიანი გაჩენის დღიდან დღემდე? თემატური კითხვები ა) პირველყოფილ საზოგადოებას რა ინტერესები ჰქონდა? ბ) როგორი იყო მათი საუბარი? გ) როგორ დაიწყეს წერა? დ) რისთვის იყენებდნენ იეროგლიფებს? ე) რა ნაბიჯები გადაიდგა წისვლისთვის? ვ) როგორ შეიქმნა ანბანი? ზ) მწერლობის განვითარება იყო თუ არა კავშირში ადამიანის განვითარებასთან? თ) რა როლი აქვს სკოლას? ი) რა საჭიროა წიგნი, განათლება? შინაარსობრივი კითხვები ა)ვინ ვართ ჩვენ? ბ)სად ვცხოვრობთ? გ)რა არის სამყარო, გალაქტიკა? დ)ვინ იცხოვრა დედამიწაზე ღირსეულად? ე)რით შეიძლება დავტოვოთ კვალი? შეფასების გეგმა შეფასების დროის ჩარჩო • შეპირისპირებითი ცხრილები • დღიურები • ვ-მ-ვ სქემა • თვითშეფასება • 3-2-1 სქემა • საჭიროებების შეფასება • ჯგუფის სამოქმედო გეგმა • პროექტის გეგმა • წიგნის შექმნისა და წიგნიერების ზრდის მაჩვენებლების ჩანიშვნის ფურცელი • საპროექტო რუბრიკა • საინფორმაციო ბიულეტენის საკითხების ჩამონათვალი • თანამშრომლობითი შეფასება • დასკვნითი ანალიზი • პროექტის გეგმა • საპროექტო რუბრიკა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ დიაგნოსტიკური შეკითხვების საშუალებით დავადგენ ცოდნას პროექტის მთავარ საკითხთან მიმართებაში, გამოიკვეთება არსებული ცოდნა, წახალისდება კომენტარით მეტი ცოდნის მქონე მოსწავლე, დანარჩენს დაევალება ინფორმაციის მოძიება. მოძიებული მასალის ირგვლივ გაიმართება დისკუსია. მეორე ნაბიჯი იქნება სქემის შევსება (ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე) მათი ინტერესების გათვალისწინებით ვადგენ შემდეგ ნაბიჯებს. თითოეული საკითხის დასრულების შემდგომ მოსწავლეები თვითშეფასების გზით მიხვდებიან რა ცოდნა შეიძინეს. გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას, ურთიეთთანამშრომლობის საშუალებით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები, საუკეთესო მოსწავლეები წახალისდებიან პრიზებით. კლასი ნამუშევრების მიხედვით თავად შეარჩევს ლიდერებს, რომლებიც წარადგენენ პროექტს. შეკითხვების დასმა გამოიყენება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში ეხმარება. სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა დიაგრამების და საკლასო წიგნების შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის და მოსწავლეების დახმარებას პროგრესის და თემატიკის გაგებ მონიტორინგში. ჯგუფური კონფერენციები ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის მონიტორინგს. მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოიყენეთ საინფორმაციო ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების გაგების და შესრულების დოკუმენტირებას უზრუნველყოფს. შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი მოსწავლეებს წინასწარ წარვუდგენ სამოქმედო გეგმას, მუშაობისას გამოიყენება დიაგნოსტიკური კითხვები, სქემა-ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე; თვითშეფასების სქემა; წამახალისებელი პრიზები; დიაგრამები; მოსწავლეები ინფორმაციის მოძიებისას იყენებენ ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს; გამოყენებულია ჯგუფური მუშაობის პრინციპი; ისინი თემატურად მუშაობენ წარსადგენ ფორმატებზე და აკეთებენ სლაიდ-შოუს; შედგება უფროსებთან კოლაბორაციული მუშაობა; საკუთარი თვალით იხილავენ წინაპართა მიღწევებს, გალაქტიკას და პლანეტებს, აღიქვამენ დედამიწას, ადგილს, სადაც ვცხოვრობთ, ნახავენ წიგნის შექმნის პროცესს გამომცემლობაში, ასევე, თანამედროვე, ელექტრონულ ბიბლიოთეკას, შექმნიან დიდ წიგნს, შეხვდებიან ცნობილ ადამიანს, ზალიკო სულაკაურს, მწერალს, გურამ დოჩანაშვილს; სხვა საკითხები საბაზისო უნარ-ჩვევები ● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება; ● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; ● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად ● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება; ● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად. ● ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა ● .დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე; ● ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება. სასწავლო პროცედურები მოდულის აღწერა: 1. მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ერთი უზარმაზარი სამყაროს წევრები არიან, ამქვეყნად მათ მოსვლამდე იყო სიცოცხლე და წინაპრები დღითი-დღე ვითარდებოდნენ. სამყაროზე წარმოდგენა შეექმნებათ მოძიებული ინფორმაციით და პლანეტარიუმში სტუმრობით. 2. ურთიერთობებისთვის საჭირო გახდა ამბების, ემოციების გამოხატვა, თავდაპირველად, ისინი წერდნენ იეროგლიფებით, ქვაზე, თიხაზე, ქმნიდნენ ბარელიეფებს. ისინი მოიძიებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას, წინაპართა ღვაწლს გაეცნობიან უფლისციხეში. 3. მოიძიებენ ინფორმაციას და დაახარისხებენ ანბანის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. 4. მოიძიებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას პირველ ბეჭდურ სტამბაზე, შედგება კოლაბორაციული მუშაობა უფროსკლასელებთან, განვითარების დღევანდელ ეტაპს უფროსკლასელები გააცნობენ მათ მიერ მოძიებული და უკვე შეძენილი ცოდნის საფუძველზე. თვალსაჩინოებისთვის ვესტუმრებით სტამბას. 5. ამ ეტაპზე არსებული ცოდნა მოგვცემს საშუალებას ვისაუბროთ მწერლობაზე, პოეტებზე. წინაპართა ტრადიციების ღრმად გასაცნობად და ბიბლიოთეკის დანიშნულების უკეთ აღსაქმელად, ვესტუმრებით სკოლის ბიბლიოთეკას, სადაც მოსწავლეები უკვე შერჩეული სადღეგრძელოს შესაბამის ლექსს თავად მოიძიებენ. 6. ჩავატარებთ სპექტაკლს __ „ქართული სუფრა“, რაც ძველი საზოგადოების წეს-ჩვეულებებს უკეთ შეამეცნებინებს მოსწავლეებს და ამავდროულად, ლიტერატურის მრავალმხრივ დანიშნულებაზეც დააფიქრებს. 7. საფუძვლიანად გავეცნობით ვაჟა-ფშაველას მოთხრობას „სათაგური“ და სცენაზე დავდგამთ პიესას, ეს წიგნისა და ლიტერატურის სიყვარულს აამაღლებს. 8. ავიღებთ ინტერვიუს მასწავლებლებისგან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და უფროსკლასელებისგან, დავადგენთ მათ მიერ წაკითხულ წიგნთა რაოდენობას და შევადარებთ ერთმანეთს. ამით თვალნათელი გახდება როგორ უწყობს ხელს წიგნის კითხვა ადამიანის ჩამოყალიბებას. 9. ვესტუმრებით თანამედროვე, ელექტრონულ ბიბლიოთეკას და გავეცნობით დევანდელობის მიღწევებს. 10. ჯგუფები დააგროვებენ ცოდნას განვითარებასა და წიგნის შექმნასთან დაკავშირებით და შექმნიან პლაკატებს, სადაც მოათავსებენ სურათებს და საჭირო ინფორმაციას. 11. მიღებული ცოდნის საფუძველზე გაკეთდება სლაიდ-შოუები. 12. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები აირჩევენ ნაწარმოებს, წაიკითხავენ, დაასურათებენ და თითოეულ გვერდზე დაწერენ შინაარს, გაუკეთებენ თავფურცელს კომენტარით, მათი ნამუშევარი აიკინძება და გამოიცემა წიგნად, ეს დამატებითი სტიმული და თვალსაჩინო შედეგი იქნება მათ მიერს გაწეული მუშაობისა. 13. პრეზენტაციაზე მოვიწვევთ ცნობილ ადამიანებს, წარვადგენთ ნამუშევარს და გავესაუბრებით, ჩამოვართმევთ ინტერვიუს. 14. პრეზენტაციის დღეს, შეახსენეთ მოსწავლეებს ზოგადი შეკითხვა (როგორ შეცვალა მსოფლიო წიგნმა?), რომელზეც მთელი წლის განმავლობაში იმუშავეს. გაეცანით ჯგუფის მოსაზრებებს მოცემულ ცვლილებებთან დაკავშირებით: რა ცვლილებებია თვალსაჩინო მიმდინარე წელს; რა ცვლილებებია მოსალოდნელი შემდეგ წელს. რა მსგავს/განსხვავებულ ცვლილებებს მოელიან და ა.შ. დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებები • მნიშვნელოვანია უფროსების დახმარება წერითი და ტექნოლოგიურ დავალებების შესრულებისას. • უზრუნველყავით უფროსების დახმარება და დამატებითი დრო დავალებების შესრულების და შესწორების მიზნით. შექმენით წყვილში მუშაობის შესაძლებლობები. არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური) • ითანამშრომლეთ ინგლისურის მასწავლებელთან, მოსწავლეების მიერ გამოსაყენებელი ძირითადი ტერმინების თარგმნის მიზნით. • გააკარით ტერმინების თარგმანი საკლასო ოთახში ყველა მოსწავლისთვის გასაცნობად. • უზრუნველყავით ინგლისურის მასწავლებლის ჩართულობა მეცნიერული ცნებების ასახსნელად. • მიეცით შესაძლებლობა ორენოვან მოსწავლეებს, უკარნახონ საჟურნალო ჩანაწერები ინგლისურის მასწავლებელს, ან სხვა ბილინგვურ მოსწავლეს. • მიიღეთ მოსწავლის დავალებები მშობლიურ ენაზე (რომელიც შემდეგ ითარგმნება), ან ნახატებით შესრულებული. მოახდინეთ დავალებების ადაპტირება, ან შემოკლება, ან საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრეთ მეტი დრო შესასრულებლად. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები • შესაძლებელია, დამატებითი ბროშურის მომზადება წელიწადის თითოეული დროის შესახებ, ან ექვსსლაიდიანი პრეზენტაციის მოსამზადებლად სპეციალური პროგრამის გამოყენება. მნიშვნელოვანია, უფროსების დახმარება ბეჭდვის და კლიპარტში მუშაობის პროცესში. • მიეცით საშუალება მოსწავლეს შეასრულოს ექსპერტის როლი (ტექნოლოგიების გამოყენება, ხატვა, პროცესის მონიტორინგი და ა.შ.) და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს თანაკლასელების დახმარება. პრეზენტაციების მომზადებისას გამოიყენონ დამატებითი მულტიმედიური ფუნქციები (მაგალითად, ხმის ჩაწერა). სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) ფოტოკამერა კომპიუტერი (ები) ციფრული კამერა DVD ფლეიერი ინტერნეტკავშირი ლაზერული დისკი საბეჭდი მანქანა/პრინტერი პროექტორი სკანერი ტელევიზორი VCR, ვიდეო ვიდეოკამერა ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა. სხვა ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები ) მონაცემთა ბაზა/ცხრილები საგამომცემლო პროგრამები ელფოსტის პროგრამა ენციკლოპედია კომპაქტდისკზე ფოტო/სურათების დამუშავება ინტერნეტძიება მულტიმედია ვებგვერდის შექმნა ვორდის პროგრამა სხვა ბეჭდვითი მასალები სახელმძღვანელოები:თ.გამყრელიძე_“ქართული ანბანის ისტორია“, ზ.ქაფიანიძე_“შუმერული დამწერლობიდან ქართულ ანბანამდე“; მოთხრობები:“სათაგური“_ ვაჟა-ფშაველა; ლექსები: შოთა ნიშნიანიძე, იოსებ ნონეშვილი, მურმან ლებანიძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და სხვა;ს ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ. ინვენტარი/მასალები • სახატავი მასალები • მოსწავლეების მიერ შეგროვებული ფოტოსურათები • სკოლის ტერიტორიაზე ინტერვიუს ასაღებად ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი • ხელით შექმნილი წიგნების აკინძვა ინტერნეტრესურსები ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას. URL http://ka.wikipedia.org/wiki/ანბანი; URL http://geomanuscript.ge/; URL http://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_VI-ის_სტამბა სხვა რესურსები ექსკურსიები: უფლისციხე, ატენის სიონი, დმანისი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, სტამბა; კოლაბორაციული მუშაობა მეათე კლასთან; გამოკითხვები მასწავლებლებთან, თანატოლებთან და უფროსკლასელებთან; შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან, ზალიკო სულაკაურთან. შეფასების დროის ჩარჩო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ • შეპირისპირებითი ცხრილები • დღიურები • ვ-მ-ვ სქემა • 3-2-1 სქემა • თვითშეფასება • საჭიროებების შეფასება • ჯგუფის სამოქმედო გეგმა • პროექტის გეგმა • წიგნის დაბადება, წიგნიერების ზრდის მაჩვენებლების ჩანიშვნის ფურცელი • საპროექტო რუბრიკა • საინფორმაციო ბიულეტენის საკითხების ჩამონათვალი • თანამშრომლობითი შეფასება • დასკვნითი ანალიზი პროექტის გეგმა საპროექტო რუბრიკა









Комментариев нет:

Отправить комментарий