რესურსი გოდერძი ჩოხელის „ბალახის ცხოვრება“ მომზადდა დამატებითი მასალის სახით, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება. აღნიშნული ვიდეომასალა ხელისშემწყობი საშუალებაა პარალელის გასავლებად, მსგავსება-განსხვავებების აღმოსაჩენად და არგუმენტირებისთვის. სასწავლო პროგრამაში მრავლადაა მასალა ბუნების სიყვარულსა და გაფრთხილებაზე, ამასთან გარე სამყაროს აღქმა, ადამიანის დადებითი ურთიერთობა მასთან მნიშვნელოვანია. ვაჟა ფშაველას და სხვა ბუნების მოტრფიალე ნაწარმოებების შესწავლისას ეფექტიანი იქნება გოდერძი ჩოხელის „ბალახის ცხოვრების“ გაცნობა. ვიდეორესურსი მარტივი მოსაძებნი და გამოსაყენებელია ინტერნეტის საშუალებით. ის საშუალებას იძლევა მოსწავლე იყოს, როგორც მსმენლის პოზიციაში, ასევე მასწავლებელმა წარმართოს ინტერაქციული გაკვეთილი, პარალელის გავლების თვალსაზრისით. ვიდეო თავიდან ბოლომდე გადმოსცემს ნაწარმოებს, რასაც ერთვის ვიზუალური მასალა, რაც ტექსტს საინტერესოსა და ეფექტიანს ხდის. აღნიშნული ვიდეომასალის გამოყენება ეფექტიანი იქნება, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ბუნების საგაკვეთილო პროცესში ეკოლოგიის პრობლემებზე საუბრისას, მოსწავლეში გარე სამყაროსადმი ჰუმანური, შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, ამასთან, აამაღლებს აღსაზრდელთა წიგნიერების უნარებს. ვიდეორესურსი მარტივად აღსაქმელია, გათვალისწინებულია ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები.
ჩემ მიერ მომზადებულ ვიდეო-რესურსში ასახულია გურამ დოჩანაშვილის, როგორც პიროვნების, თავისი ეპოქის შვილისა და მწერლის განვითარების გზა. აღნიშნული ვიდეო შეიცავს თავად მწერლისგან ჩემ მიერ აღებულ ინტერვიუს, რაც რესურსს მეტად საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის. მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია ინტერნეტის საშუალებით აჩვენოს მოსწავლეებს ვიდეო-რესურსი, მოასმენინოს პაუზებით, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელოს მწერლის ბავშვობაზე, რა გავლენა იქონია პიროვნების ჩამოყალიბებაში წინაპრებმა, ეპოქამ, გაჭირვებამ, შიმშილმა თუ კეთილმა მეზობლებმა. ამასთან, ეფექტიანი იქნება ვიდეომასალის გამოყენება მწერლის ნაწარმოებების შესწავლამდე, კავშირების მოსაძებნად, პარალელის გასავლებად. რესურსის გამოყენება მარტივია და ხელს უწყობს მეტაკოგნიტური და ტრანსფერის უნარების განვითარებას. ამას გარდა, შეიძლება მისი გამოყენება ბიოგრაფიული მასალის გამოკითხვისას, ვინაიდან რესურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: ბავშვობა, სასკოლო წლები, სტუდენტობა, სამუშაო გამოცდილება, ლიტერატურული მოღვაწეობა, მწერლის ხედვა და დაფასება. ვიდეომასალის გამოყენება ეფექტიანი და სასარგებლო იქნება ისტორიის გაკვეთილზეც, ვინაიდან ეფუძნება ეპოქალურ ფაქტებს და კარგად წარმოაჩენს პიროვნების განვითარებისთვის ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს. გვიჩვენებს როგორ იზღუდებოდა სიტყვისა თუ პიროვნული თვითგამოხატვის უფლებები, ამასთან, ასახავს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, გაჭირვებას, ურთიერთთანადგომას. ვიდეორესურსი მარტივად აღსაქმელია, გათვალისწინებულია ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები.
რესურსი გოდერძი ჩოხელის „ბალახის ცხოვრება“ მომზადდა დამატებითი მასალის სახით, ვინაიდან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება. აღნიშნული ვიდეომასალა ხელისშემწყობი საშუალებაა პარალელის გასავლებად, მსგავსება-განსხვავებების აღმოსაჩენად და არგუმენტირებისთვის. სასწავლო პროგრამაში მრავლადაა მასალა ბუნების სიყვარულსა და გაფრთხილებაზე, ამასთან გარე სამყაროს აღქმა, ადამიანის დადებითი ურთიერთობა მასთან მნიშვნელოვანია. ვაჟა ფშაველას და სხვა ბუნების მოტრფიალე ნაწარმოებების შესწავლისას ეფექტიანი იქნება გოდერძი ჩოხელის „ბალახის ცხოვრების“ გაცნობა.
ОтветитьУдалитьვიდეორესურსი მარტივი მოსაძებნი და გამოსაყენებელია ინტერნეტის საშუალებით. ის საშუალებას იძლევა მოსწავლე იყოს, როგორც მსმენლის პოზიციაში, ასევე მასწავლებელმა წარმართოს ინტერაქციული გაკვეთილი, პარალელის გავლების თვალსაზრისით.
ვიდეო თავიდან ბოლომდე გადმოსცემს ნაწარმოებს, რასაც ერთვის ვიზუალური მასალა, რაც ტექსტს საინტერესოსა და ეფექტიანს ხდის.
აღნიშნული ვიდეომასალის გამოყენება ეფექტიანი იქნება, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ბუნების საგაკვეთილო პროცესში ეკოლოგიის პრობლემებზე საუბრისას, მოსწავლეში გარე სამყაროსადმი ჰუმანური, შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, ამასთან, აამაღლებს აღსაზრდელთა წიგნიერების უნარებს.
ვიდეორესურსი მარტივად აღსაქმელია, გათვალისწინებულია ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები.
ჩემ მიერ მომზადებულ ვიდეო-რესურსში ასახულია გურამ დოჩანაშვილის, როგორც პიროვნების, თავისი ეპოქის შვილისა და მწერლის განვითარების გზა.
ОтветитьУдалитьაღნიშნული ვიდეო შეიცავს თავად მწერლისგან ჩემ მიერ აღებულ ინტერვიუს, რაც რესურსს მეტად საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდის.
მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია ინტერნეტის საშუალებით აჩვენოს მოსწავლეებს ვიდეო-რესურსი, მოასმენინოს პაუზებით, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელოს მწერლის ბავშვობაზე, რა გავლენა იქონია პიროვნების ჩამოყალიბებაში წინაპრებმა, ეპოქამ, გაჭირვებამ, შიმშილმა თუ კეთილმა მეზობლებმა.
ამასთან, ეფექტიანი იქნება ვიდეომასალის გამოყენება მწერლის ნაწარმოებების შესწავლამდე, კავშირების მოსაძებნად, პარალელის გასავლებად. რესურსის გამოყენება მარტივია და ხელს უწყობს მეტაკოგნიტური და ტრანსფერის უნარების განვითარებას.
ამას გარდა, შეიძლება მისი გამოყენება ბიოგრაფიული მასალის გამოკითხვისას, ვინაიდან რესურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: ბავშვობა, სასკოლო წლები, სტუდენტობა, სამუშაო გამოცდილება, ლიტერატურული მოღვაწეობა, მწერლის ხედვა და დაფასება.
ვიდეომასალის გამოყენება ეფექტიანი და სასარგებლო იქნება ისტორიის გაკვეთილზეც, ვინაიდან ეფუძნება ეპოქალურ ფაქტებს და კარგად წარმოაჩენს პიროვნების განვითარებისთვის ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს. გვიჩვენებს როგორ იზღუდებოდა სიტყვისა თუ პიროვნული თვითგამოხატვის უფლებები, ამასთან, ასახავს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, გაჭირვებას, ურთიერთთანადგომას.
ვიდეორესურსი მარტივად აღსაქმელია, გათვალისწინებულია ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები.