კვლევის დასახელება:
სასწავლო მოტივაცია
_ ხარისხიანი განათლების მამოძრავებელი ძალა
ხელმძღვანელი:
ელიზა ნიჟარაძე, გულიზარ ბიწაძე.
2018-19 წელი
- შესავალი
-----------------------------------------------------------------3
- საკვლევი საკითხის მიმოხილვა ---------------------------------------3
- არსებული პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა -------------------------4
- აბსტრაქტი
---------------------------------------------------------------6
- კვლევის ჰიპოთეზა
-----------------------------------------------------7
- კვლევის მიზანი
---------------------------------------------------------8
- კვლევის ამოცანა
--------------------------------------------------------8
- მოტივაცია და მასთან დაკავშირებული სირთულეები
------------8
- კვლევის ეთიკა ----------------------------------------------------------9
- პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები --------------------11
- საკვლევი საკითხის აქტუალობა -------------------------------------12
- ლიტერატურის მიმოხილვა
------------------------------------------13
- მეთოდოლოგია
--------------------------------------------------------19
- ა) კვლევის სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------19
- ბ) შერჩევა
---------------------------------------------------------------20
- გ) მონაცემების შეგროვება
--------------------------------------------21
- დ) მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობა --------------22
- ე) კვლევის ჩატარების ვადები
---------------------------------------23
- კვლევის შედეგები 1
---------------------------------------------------24
- მეორადი მონაცემების ანალიზი
-------------------------------------24
- კვლევის დიზაინი და პროცედურა ---------------------------------25
- კვლევის შედეგები
----------------------------------------------------27
- I ინტერვენცია
--------------------------------------------------------28
- II
ინტერვენცია
-------------------------------------------------------30
- III ინტერვენცია
------------------------------------------------------33
- IV
ინტერვენცია
------------------------------------------------------35
- V ინტერვენცია
-------------------------------------------------------37
- თვითშეფასება, შეჯამება
--------------------------------------------- 39
- გამოყენებული ლიტერატურა ----------------------------------------40
თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ დიმიტრი უზნაძის
განწყობის თეორია და მისი ძიება მოტივაციის მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე, მთავარი
ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა კვლევის განსახორციელებლად.
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. თბილისის N62
საჯარო სკოლაში განხორციელებული სასკოლო საჭიროებების კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა
სკოლის ორმა წამყვანმა პედაგოგმა: გულიზარ ბიწაძემ და ელიზა ნიჟარაძემ, რომლებიც ჩართულნი
არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო
სკოლაში სწავლების ეფექტიანობისთვის აუცილებელი მიდგომების, მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის
კვლევა და მასწავლებელთა
განსხვავებული, მამოტივირებელი მიდგომების მიგნება სკოლის საჭიროებების გათვალისწინებით.
ნაშრომში მოცემულია ინფორმაცია სკოლის, ფოკუსჯგუფების,
საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, აქტუალობა, კვლევის
მიზნები და ამოცანები, განხილულია საკვლევი საკითხის გათვალისწინებით ლიტერატურა, სხვადასხვა
ავტორის მოსაზრება მოტივაციასთან მიმართებაში, ასევე დეტალურადაა აღწერილი კვლევის
მეთოდოლოგია და პროექტის ვადები. გაანალიზებულია კვლევის შედეგები, დაწვრილებით არის
განხილული ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპები, აღწერილია
კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები, აღმოფხვრილი თუ
აღმოსაფხვრელი პრობლემები.
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
ა) ინფორმაცია
სკოლის, მოსწავლეებისა და პრობლემის შესახებ
სსიპ თილისის N62 საჯარო სკოლის საჭიროებებისა და საკვლევი
თემის განსასაზღვრად სკოლის მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებს დავაკვირდით. საბაზო
საფეხური მოსწავლეთა ქცევის განმტკიცებაში უმნიშვნელოვანესი საფეხურია, ამიტომ ყურადღება
სწორედ ამ ასაკზე შევაჩერეთ. მე-8, მე-9, მე-10 კლასში 87 მოსწავლეა, მათი აკადემიური
მოსწრება დამაკმაყოფილებელია, 8 პროცენტის მაჩვენებელი მაღალია, 54 პროცენტის საშუალო, ხოლო 38 პროცენტი დაბალ ნიშნულზეა. რა
თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტორი არ არის საგანგაშო, თუმცა დამაფიქრებელია, როგორ შეიძლება
გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესი? რა საშუალებით შეიძლება სამოტივაციო მაჩვენებლების
გაუმჯობესება? ამაზე სკოლის მესვეურები და პედაგოგები ყოველდღიურად ფიქრობენ, თუმცა
რთულია პრობლემისა და აღმოსაფხვრელი გზების მიგნება. სკოლა ატარებს შიდა გამოცდებს,
სასკოლო წერებს, მაგრამ არის ეს საკმარისი? მოსწავლემ შესაძლოა ვერ მოიძიოს აკადემიური
მოსწრების ამაღლების გზა, მასწავლებელი ჩაითრიოს რუტინულმა შრომამ და წინსვლაც შეფერხდეს,
სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩვენი ფიქრისა და საკვლევი თემის არჩევის.
ბ) არსებული
პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა
სკოლის ორმა პედაგოგმა (გულიკო ბიწაძე, ლიზი ნიჟარაძე), გაკვეთილების განხილვისა და გაანალიზების, მოსწავლეთა
არსებული ცოდნის, აკადემიური მოსწრების თემებზე საუბრისას, აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა
კლასებში, რომელთაც ჩვენ ვასწავლით, იდენტური პრობლემებია, მოსწავლეები ყოველთვის ვერ
ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, კარგი და ცუდი ქმედება ადვილი განსასაზღვრია,
თუმცა პრობლემების წვდომა, სასწავლო პროცესისთვის მობილიზება სირთულეს წარმოადგენს,
მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ მუშაობისა და აქტივობების სხვადასხვა ფორმებს. ინფორმაციის
გაცვლისა და საერთო პრობლემების გათვალისწინებით, დავგეგმეთ კვლევის განხორციელება,
საწყის ეტაპზე გამოვკითხეთ სკოლის მასწავლებლები კითხვარის მეშვეობით, წარდგენილი კითხვარი
იყო შემდეგი:
კითხვარი
N1
კითხვა: საბაზო საფეხურის მოსწავლეთა უმეტესობა ახერხებს
თუ არა სასწავლო პროცესისადმი მზადყოფნას...
|
დიახ
|
არა
|
1.სკოლაში დროულად გამოცხადებას;
|
||
2.საშინაო დავალების შესრულებას;
|
||
3.საგაკვეთილო პროცესში ცოდნის ათვისებას;
|
||
4.საგაკვეთილო პროცესში ყურადღების კონცენტრირებას;
|
||
5.არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას.
|
კითხვარი
N2
კითხვა: თუ უმეტეს კითხვაზე პასუხი უარყოფითია, როგორ
ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?...
|
მიანიჭეთ ქულები 1-დან 5-მდე
|
1.შექებისა და წახალისების ან დასჯის არასაკმარისი რაოდენობა;
|
|
2.მასწავლებლის მხრიდან განმავითარებელი კომენტარის
ნაკლებობა;
|
|
3.ოჯახური ფაქტორი;
|
|
4.მოტივაციის არარსებობა;
|
|
5.თვითშეფასების არქონა.
|
ვარაუდი გამართლდა, გამოკითხული 25 პედაგოგიდან (ხათუნა
ობოლაძე, სოფო ფერაძე, თინათინ თათრიშვილი, ნაილი დიდებაშვილი, ეკა ტალახაძე, მედეა
იაგანაშვილი, ცირა გრიშიკაშვილი, თამარ აბუთიძე, მაია ჩიქვინიძე, მარინა ბარსეგოვა,
ნინო რუსეიშვილი, მარინე ბარძიმაშვილი, ნატო ცინცაძე, ელენე ჭკუასელი და სხვ.) აბსოლუტური
უმრავლესობა ამბობს, რომ მოსწავლეებში მოტივაციის
ნაკლებობა ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ეროვნულ
სასწავლო გეგმის მიხედვით უმთავრესი მიზანია, რომ სრულფასოვანი, მოაზროვნე ადამიანი ჩამოყალიბდეს, ამისათვის კი უმნიშვნელოვანესია
პიროვნების მიზნებისა და სურვილების არსებობა, მათი ფორმირების აუცილებელი პირობაა
შინაგანი მოტივაცია.
მუხლი 5. საბაზო საფეხურის მისია
მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა... სწავლის
უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება... აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა...
მუხლი 7. ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების
მიზნები
ზოგადი განათლების სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს
განუვითაროს/ჩამოუყალიბოს:
ნ) ახალ სიტუაციებთან, ცვლად მოთხოვნებთან ადაპტირების
უნარი; საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარი;
ო) საკუთარ სოციალურ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრების,
ასევე, სხვათა ქმედების გაგებისა და გათვალისწინების უნარი; ეთიკური ნორმების დაცვის
უნარი;
პ) კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მართვის უნარი;
მუხლი 10. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
ა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური
ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით,შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი
გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული
უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს;
ბ) სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ
გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა
და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული...)
შინაგანი სასწავლო
მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი ხელისშემშლელია
სკოლის წინსვლის, განათლების დონის გაუმჯობესებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილი
მოთხოვნების შესასრულებლად, შესაბამისად, ამ საკითხის კვლევა აქტუალური და მნიშვნელოვანი
საქმეა.
აბსტრაქტი
სასწავლო
მოტივაციის კვლევა თბილისის 62-ე საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებთან
ჩატარდა. კვლევის მონაწილე 87 მოსწავლე გახლდათ, 48 ბიჭი და 39 გოგონა. კვლევის მიზანი,
რომელიც კლასში არსებული საჭიროებისა და მის ხელმძღვნალთან კონსულტაციის საფუძველზე
დაიგეგმა, იყო 12-16 წლის ასაკის მოსწავლეებში წამყვანი სასწავლო მოტივის გამოვლენა.
კვლევის ჰიპოთეზა:
1.
12-16 წლის მოსწავლეების სწავლების მოტივები
უფრო მეტად გარეგან ფაქტორებზეა დაფუძნებული, ვიდრე შინაგან ფაქტორებზე.
2.
მოსწავლეებს, რომელთა წამყვანი სასწავლო მოტივები შინაგან ფაქტორებს უკავშირდება,
დანარჩენებთან შედარებით აქვთ მაღალი აკადემიური
მოსწრება.
3.
სწორად დაგეგმილ ინტერვენციას შეუძლია მოტივაციის
ამაღლება, რაც გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებელს.
კვლევა ჩატარდა 21 კითხვიანი სადიაგნოსტიკო კითხვარის საშუალებით. მოსწავლეებს უნდა
გაეცათ კითხვაზე ღია პასუხი და 4 ქულიან შკალაზე
უნდა შეეფასებინათ დებულებები, რომლებიც 7 სახის სასწავლო მოტივს გამოხატავენ. ესენია:
მოტივაცია თვითგანვითარებისთვის, შემეცნებითი, საკომუნიკაციო, ემოციონალური, მოსწავლის
პოზიციის, მიღწევისა და გარეგანი (შექება, დასჯა) მოტივები. კვლევამ გამოავლინა მოსწავლეთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი სასწავლო
მოტივი - თვითგანვითარების მოტივაცია, რომლის მონაცემიც გენდერული ნიშნით იდენტური აღმოჩნდა. კვლევის შედეგების საფუძველზე პირველი ჰიპოთეზა არ გამართლდა,
რადგან მონაცემთა პირველ სამეულ შინაგანი ფაქტორებით განსაზღვრული მოტივები მოხვდა.
ასევე, შინაგანი მოტივაცია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება, რაც
მეორე ჰიპოთეზის ვარაუდს ამართლებს. მასწავლებელთა სწავლების მიდგომების შეცვლამ კი
სასურველი შედეგი მოიტანა, რაც მესამე ჰიპოთეზის მართებულებას ადასტურებს.
კითხვარი შეგიძლიათ
იხილოთ დანართის სახით. (დანართი N1)
კვლევის ჰიპოთეზა:
1. სასკოლო ასაკის მოსწავლეების სწავლების მოტივები უფრო მეტად გარეგან ფაქტორებზეა დაფუძნებული,
ვიდრე შინაგან ფაქტორებზე.
2. მოსწავლეებს, რომელთა წამყვანი სასწავლო მოტივები შინაგან
ფაქტორებს უკავშირდება, დანარჩენებთან შედარებით აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
3. სწორად შერჩეული ინტერვენციით შესაძლებელია შინაგანი
მოტივაციის ზრდა, რაც აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშემწყობი
იქნება.
4. პროექტებით სწავლება ზრდის მოსწავლეთა შინაგანი
მოტივაციის გამომწვევ ფაქტორებს.
5. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებში შინაგანი
სასწავლო მოტივაციის ამაღლების ხელისშემწყობი ფაქტორია.
6. მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში ხელიშემწყობი
ფაქტორია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის.
კვლევის მიზანი:
·
განისაზღვროს მე-8, მე-9, მე-10 კლასელთა წამყვანი სასკოლო მოტივები;
·
დადგინდეს შინაგანი
სასწავლო მოტივაციის მნიშვნელობა აკადემიური მოსწრებისა და განათლების მიღების თვალსაზრისით;
·
დადგინდეს მოტივაციის
ამაღლების საშუალებები.
კვლევის
ამოცანა
კვლევის უმთავრესი ამოცანაა პასუხი გაეცეს
კითხვებს:
- რა ღირებულება აქვს ჩვენ მიერ შეთავაზებულ კვლევას
მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად?
·
რამდენად შეძლებს მასწავლებელი განსხვავებული
მიდგომების დანერგვას?
·
რა უპირატესობები აქვს აღნიშნულ საკითხს
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების თვალსაზრისით?
- რა პრობლემები არსებობს მოსწავლეთა სასწავლო პროცესის
ხარისხიანად წარმართვაში?
·
რამდენად გამოვლინდება მოსწავლის სუსტი
მხარეები?
·
რამდენად შეცვლის მასწავლებელთა განსხვავებული
მიდგომები მოსწავლეთა მოტივაციის არსებულ მაჩვენებლებს?
·
გააუმჯობესებს თუ არა სიტუაციას მშობელთა
ჩართულობა სასწავლო პროცესში?
·
რამდენად მოსახერხებელია მოსწავლეთა შინაგანი სასწავლო
მოტივაციის ამაღლება?
მოტივაცია და მასთან დაკავშირებული სირთულეები
ძირითადი სასწავლო მოტივები
შემეცნებითი მოტივი - გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის,
ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. მოსწავლეებს, რომელთა წამყვანი სასწავლო მოტივი შემეცნებითი
ინტერესებია, როგორც წესი დიდ სიამოვნებას
ჰგვრით ცოდნისა და ინფორმაციის
მიღება, მოსწონთ აღმოჩენებით
სწავლება. არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესზე მეტად არასასწავლო
შემეცნებითი საქმიანობა აინტერესებთ, მაგალითად: ღონისძიებები, გამოფენები, ინტელექტუალური
თამაშები, რაც ცოდნის როგორც მიღებას ასევე გაზიარებას უზრუნველყოფს. ეს ინტერესები
განსაკუთრებით გარდატეხის ასაკს ახასიათებს, ამიტომ პედაგოგი უნდა შეეცადოს დაუკმაყოფილოს მოსწავლეებს ეს მოთხოვნილება და მათი
სწავლების მოტივი განვავითაროს და გავამრავალფეროვნოს.
საკომუნიკაციო მოტივი – გვიჩვენებს,
რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს
მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც
კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის
ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
საკომუნიკაციო მოტივი ასევე მეტყველებს საკლასო კოლექტივში თანაკლასელთა
აკადემიური წარმატების მნიშვნელოვნებაზე. არის შემთხვევები,
როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების
სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს
საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა),
რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც
მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.
ემოციონალური მოტივი - ბავშვის სასწავლო პროცესზე დიდ გავლენას ახდენს. იმ ტიპის მოსწავლეებში, რომელთა სწავლების დომინანტური
მოტივი ემოციონალური მოტივია, წარმატება და წარუმატებლობა დაკავშირებულია ემოციებთან.
ემოციით გაშუალებული მოტივია მათი ყოველი ქმედების წარმმართველი, და მიღწეული შედეგიც
ემოციის სახით რჩება მათ მეხსიერებაში.
თვითგანვითარების მოტივი გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო
საქმიანობა, როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი
თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
მოსწავლის პოზიციის მოტივი წარმოადგენს,
მოსწავლის სურვილს განავითაროს და უმაღლეს პლანში აიყვანოს საუკეთესო მოსწავლისთვის
საჭირო უნარ-ჩვევები, ზედმიწევნით კარგად შეასრულოს ყველა დავალება, დაიმსახუროს სოციალური
აღიარება, როგორც პედაგოგისა და თანაკლასელების, ასევე ოჯახის წევრებს შორის. მოსწავლის
პოზიციის მოტივი განამტკიცებს სტატუსს, რომელიც მას სასწავლო მოთხოვნების საუკეთესოდ
შესრულების შემთხვევაში ეძლევა.
ასეთი მოსწავლეების სასწავლო წარმატების აღიარება სწავლების კარგად წარმმართველი
მოტივია, რადგან ისინი აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი
წარმატებული მომავლისთვის.
მიღწევის მოტივაცია. დევიდ მაკლელანდის მიღწევის მოტივაციის თეორიას
რთული დავალებების შესრულების, სირთულეების, წინააღმდეგობების დაძლევისა და წარჩინებულობის
მოთხოვნილება წარმოადგენს. ინდივიდები, რომლებიც ნებისმიერ დარგში წარჩინებისკენ ისწრაფვიან
მიღწევის გამო, და არა სხვა ჯილდოს გამო, მიიჩნევიან მიღწევის მაღალი მოთხოვნილების
მქონე პირებად. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ თავიანთი უნარების ხარჯზე შეუძლიათ ყველა
დასახული მიზნის მიღწევა.
მაკლანდი (1961, 1985) აყენებს ჰიპოთეზას, რომ მიღწევის მაღალი მოტივაციის
მქონე ინდივიდებს/მოსწავლეებს აქვთ სამი ძირითადი მახასიათებელი.
- მათ აქვთ
ამოცანის შესრულების ან პრობლემის გადაწყვეტისათვის პირადი პასუხისმგებლობის
აღების ძლიერი სურვილი. შედეგად, ისინი მუშაობენ დამოუკიდბელად და არა სხვებთან
ერთად. ხოლო თუ სამუშაო მოითხოვს თანამშრომლებს, როგორც წესი, მათ კომპეტენციის,
და არა მეგობრობის, საფუძველზე ირჩევენ. მიღწევის მაღალი მოტივაციის მქონე ინდივიდები/
მოსწავლეები ამჯობინებენ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მათ პირადი პასუხისმგებლობის
აღების და შედეგებზე პირადად სახელის მოხვეჭის საშუალებას აძლევს. მაგალითად,
მიღწევის მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებს, დაბალი მოტივების მქონე მოსწავლეებთან
შედარებით, უფრო მოსწონთ შესრულების მიხედვით მოქმედი დაჯილდოვების სისტემა.
- მიღწევის მაღალი მოთხოვნილებების მქონე მოსწავლეები,
ჩვეულებრივ სახავენ ზომიერად რთულ მიზნებს და მიდიან შუალედური დონის რისკზე.
იქ, სადაც ამოცანები მეტისმეტად რთულია, წარმატების შანსი და დაკმაყოფილების ალბათობა
დაბალია. ადვილი ამოცანების შესრულება
ნებისმიერს შეუძლია, შესაბამისად, შესრულების
კმაყოფილებაც მცირეა. მაღალი მიღწევების მოსწავლეები, ითვლიან რისკებს და არჩევენ
ისეთ სიტუაციებს, სადაც გრძნობენ, რომ გამოწვევები ოდნავ და არა მეტისმეტად რთულია.
- მიღწევის მაღალი მოთხოვნილებების მქონე მოსწავლეებს
სამუშაოს შესრულების შესახებ უკუკავშირის მიღების ძლიერი სურვილი აქვთ. ამ ინდივიდებს
სურთ იცოდნენ, რამდენად კარგად იმოქმედეს და ისწრაფვიან შედეგების შესახებ ინფორმაციის
მისაღებად, იმისდა მიუხედავად, წარმატებას მიაღწიეს თუ იყვნენ წარუმატებლები.
თავისი კვლევიდან მაკლენდი ასკვნის, რომ როგორც ჩანს, მიღწევის მოტივაციის
დასწავლა შესაძლებელია ადრეულ ასაკში და იგი განიცდის ბავშვის აღზრდისა და მშობლების
სხვა ზემოქმედების მნიშვნელოვან გავლენას. ბავშვები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ მოქმედებებს
მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათ წარმატებაზე და რომელთაც ასწავლიან კარგი შესრულების
გამოცნობას, სავარაუდოდ, იზრდებიან წარჩინების მიღწევის სურვილით.
გარეგანი მოტივი (შექება/დასჯა)
გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო
მყოფთა მიერ მისი შექება ან დასჯა, სასწავლო
წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც
დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ
დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ. ხოლო იმ მოსწავლეებს, რომელთა წამყვანი სასწავლო მოტივი შექებაა, ახასიათებთ
მუდმივი მოლოდინი აღნიშნონ მათი მიღწევები, გამოყონ დანარჩენ მოსწავლეებში.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები
სწავლებაზე უარყოფითად მოქმედი
ფაქტორები
საქართველოს სასკოლო კვლევების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული დისკუსიის
შედეგად, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები, სტუდენტები და ცენტრის მკლვევარები, გამოვლინდა სამი ფაქტორი,
რომლებიც სასწავლო მოტივაციის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს. მათი გამოვლენა
დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებს, სკოლის ხემძღვანელებსა და მშობლებს მოსწავლეებთან
სწორი სასწავლო პოლიტიკის შემუშავებაში, რათა არ მოხდეს სწავლის მოტივაციის დაქვეითება.
ეს ფაქტორებია:
სასკოლო გარემო - იგულისხმება, რომ სკოლაში უნდა იყოს სწავლისთვის
შესაფერისი პირობები და უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემო.
სწავლების დემოტივაციის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება ნეპოტიზმი, რომელიც მოსწავლეებს სწავლების მიმართ ინტერესს
უქვეითბს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ სწავლა დაუფასებელი
შრომაა და ნაცნობ-მეგობრობის საშუალებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა.
პედაგოგი და სასწავლო რესურსები
- პედაგოგის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა.
- პედაგოგის
დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.
- სწავლების
ერთფეროვანი მეთოდების გამოყენება.
- საგნის სრულფასოვნად შესასწავლად საჭირო სასწავლო
რესურსებისა და ინვენტარის არარსებობა.
კვლევის ეთიკა
კვლევის საწყის ეტაპზე დირექტორისგან მივიღე სკოლაში კვლევის განხორციელების უფლება და გავაცანი კვლევის მიზანი.
კვლევის ეთიკის ნორმები - ინფორმირებული თანხმობა მიღებული იყო კვლევაში ჩართული ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისგან (მშობლისგან).
კვლევის საწყის ეტაპზე დირექტორისგან მივიღე სკოლაში კვლევის განხორციელების უფლება და გავაცანი კვლევის მიზანი.
კვლევის ეთიკის ნორმები - ინფორმირებული თანხმობა მიღებული იყო კვლევაში ჩართული ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისგან (მშობლისგან).
საკითხის აქტუალობა
ცნობილია, რომ სწავლა/სწავლებას, ისევე, როგორც ნებისმიერ აქტივობას, მოტივაცია უდევს საფუძვლად.
მოტივაცია გულისხმობს ისეთი მდგომარეობის, ფაქტორებისა და სიტუაციის
შექმნას, რომელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს, მაღალი მოტივაცია
სწავლების მაღალი ხარისხის კარგი გარანტია.
მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან
მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან “movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას,
მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური
აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება.
თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ
უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების
პროცესში, ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას
სძენენ.
არსებობს მოტივაციის თეორიები,
რომლებიც განსხვავებული რაკურსიდან ცდილობენ ახსნან და იწინასწარმეტყველონ ინდვიდუალური
ქცევების ზოგადი პატერნები და მოგვაწოდონ ინფორმაცია ზოგადი ფუნქციონირებისა და პრიორიტეტების შესახებ.
მოტივაციური თეორიების ამოსავალი
წერტილი არის კითხვა „რატომ“. რატომ იქცევიან/ფიქრობენ ადამიანები ისე, როგორც იქცევიან
და ფიქრობენ?
მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციის
ფსიქოლოგებს ამ კითხვაზე ძალიან ბევრი და ხანდახან აბსოლუტურად სხვადასხვანაირი პასუხი
აქვთ, ერთი რამ, რაც ყველა ამ პასუხს აერთიანებს, არის ის, რომ მოტივაცია მოიცავს პიროვნების
საჭიროებებსა და მიზნებს, ისევე როგორც სტიმულაციას გარემოდან.
დღეის მდგომარეობით საქართველოს
სკოლებში თანამედროვე სასწავლო პროგრამებისა და მიდგომების დანერგვა მიმდინარეობს,
რაც სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობე-სებისკენაა მიმართული. თუმცა, მდგომარეობა
ჯერჯერობით არასტაბილურია.
თუ გასული წლების ცოდნის დონისა
და მოტივაციის კუთხით ჩატარებულ კვლევებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2009 წელს, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო
პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზას სამივე სფეროში - წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი შედეგი
გამოვლინდა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება მოტივაციის დონეს მოსწავლეებში.
2006 წელს თბილისის 14 სკოლაში „მასწავლებლების და მოსწავლეების
მოლოდინები სკოლის რეფორმის მიმართ“ კვლევის ფარგლებში მოსწავლეთა მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორები იკვლიეს. კვლევის
შედეგების თანახმად, სწავლების მოტივაციაზე
დიდ გავლენას ახდენს პედაგოგის დამოკიდებულება მათ მიმართ და საგნის
სირთულე.
იგივე მდგომარეობაა დღესდღეობით,
სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად ინერგება რეფორმა _ „ახალი სკოლის“ სახით.
კვლევის შედეგებზე
დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწავლების მოტივაცია დიდ გავლენას ახდენს
საგნების ათვისებაზე, თავად მოტივაცია კი გარემო და შიდა ფაქტორებითაა მართული.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის მიზანია გამოავლინოს სწავლების წამყვანი
მოტივი, მოტივაციის ასამაღლებელი გზები, რისი ცოდნაც სკოლას, პედაგოგებს, მშობლებსა
და თავად მოსწავლეებს მნიშნვნელოვან დახმარებას გაუწევს სწავლა/სწავლების პროცესის
უკეთ წარმართვაში.
ლიტერატურის
მიმოხილვა
მოტივაცია ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც
აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ყველა საქმიანობის განხორციელების დროს, მოტივაცია
ადამიანებს აძლევს ძალას, ენერეგიას, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ. მოტივაცია არა
მხოლოდ სასურველი ქცევის, არამედ ადამიანებისთვის რთული და მოსაწყენი საქმიანობის შესრულებაში
გადამწყვტ როლს თამაშობს.
მოტივაცია, რომელიც ჩვენი დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში გვაქვს,
პიროვნული ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის კომბინაციაა. მოტივაციის ზოგიერთი განმარტება
ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორიცა მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა.
სხვა განმატებებში აქცენტი ექსტერნალურ, გარე ფაქტორებზე კეთდება - ჯილდო, სოციალური
ზეცოლა, დასჯა. აქედან გამომდინარე, მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი
და გარეგანი მოტივაცია.
შინაგანი მოტივაცია - ეს არის ტენდენცია მიღწეულ იქნას მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების
კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება
ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა წარმოადგენს ჯილდოს. ამის საპირისპირო შემთხვევაა,
როცა რაღაცას კარგი შეფასებისთვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებილის
სიამოვნებისთვის ან ამოცანასთან ნაკლებ დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ.
ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგი
გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს რას მოგვიტანს ეს ქცევა.
ერთი შეხედვით ძალიან რთულია გამოიცნო რა მოტივი
ამოძრავებს ადამიანებს ქცევის განხორციელებისას - შინაგანი თუ გარეგანი. ამიტომ, სხვათა
ქცევის გაგებას ვცდილობთ ამ ქცევის ახსნითა და მისი მიზეზების წვდომით. ხოლო, იმისათვის,
რომ ჩავწვდეთ ჩვენი წარმატებისა და მარცხის არსს, ვიწყებთ მიზეზების უნარებზე, განწყობაზე,
ცოდნაზე, ძალისხმევაზე, იღბალზე, დახმარებაზე, ინტერესზე, უსამართლობასა თუ სხვა მიზეზებზე
მიწერას, ანუ, იმისთვის, რომ გავიგოთ სხვათა წარმატების ან მარცხის მიზეზი, მივმართავთ
ატრიბუციას. მოტივაციის შესახებ ატრიბუციის თეორიები აღწერს, როგორ მოქმედებს მოტივაციაზე
ინდივიდის ახსნა-განმარტებები და მსჯელობა საკუთარი თავისა და სხვათა შესახებ.
ბერნარდ ვაინერი არის განათლების ფსიქოლოგი, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა
ატრიბუციის თეორია და სკოლაში სწავლა. ვაინერის მიხედვით, წარმატებისა და მარცხის მიწერილი
მიზეზების უმეტესობა შეიძლება დავახასიათოთ სამი სიდიდის მიხედვით:
1.
ლოკუსი (მიზეზის ადგილმდებარეობა - პიროვნული შიგნით ან მის გარეთ)
2.
სტაბილურობა (დარჩება თუ არა მიზეზი იგივე უახლოესი მომავლის განმავლობაში)
3.
კონტროლირებადობა (შეუძლია თუ არა პიროვნებას აკონტროლოს მიზეზი)
ამ სამ სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციისათვის, რამდენადაც ისინი
გავლენას ახდენენ მოლოდინსა და ღირებულებაზე. მაგალითად, სტაბილურობა ახლო კავშირშია
მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინებთან. თუ მოსწავლეები თავიანთი მარცხის მიზეზს მიაწერენ
სტაბილურ ფაქტორებს, მაგალითად საგნის სირთულეს, მათ მომავალშიც მარცხის მოლოდინი ექნებათ.
მაგრამ თუ ისინი ამ შედეგს მიაწერენ არასტაბილურ ფაქტორებს, ვთქვათ განწყობას ან იღბალს,
მათ მომავალში უკეთესი შედეგის მიღების იმედი ექნებათ. ლოკუსის ინტერნალ/ექსტერნალობა,
როგორც ჩანს, ახლო კავშირშია თვითშეფასებასთან. თუ მარცხისა და წარმატების მიზეზი მიეწერება
შინაგან ფაქტორებს, წარმატება ჩვენში გამოიწვევს
სიამაყის განცდას და გაზრდის მოტივაციას, მაშინ, როცა მარცხი თვითშეფასებას
შეამცირებს. კონტროლირებადობა დაკავშირებულია ისეთ ემოციებთან, როგორიცაა ბრაზი, სიბრალული,
მადლიერება სირცხვილი. თუ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს მარცხზე, დანაშაულის შეგრძნება
შეგვაწუხებს. ხოლო პასუხისმგებლობა წარმატებაზე უფრო ამაყს გაგვხდის. მარცხი იმ ამოცანის
შესრულებისას, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტოლებთ, იწვევს სირცხვილსა და ბრაზის გრძნობას.
ასევე, იმის გრძნობა, რომ თქვენ აკონტოლებთ თქვენს სასწავლო პროცესს, დაკავშირებულია
უფრო რთული ამოცანების არჩევასთან, საქმეში მეტი ძალისხმევის ჩადებასთან, უკეთესი სტრატეგიების
გამოყენებასთან, სასკოლო საქმიანობაში მეტ დაჟინებულობასთან.
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწვლეები მარცხს მიაწერენ სტაბილურ, არაკონტოლირებად
მიზეზებს, ეს პრობლემების დაწყების საფუძველია. ასეთი მოსწავლეები თითქოს ეგუებიან
მარცხს, დეპრესიაში ვარდებიან და თავს უმწეოდ გრძნობენ. ისინი არა მოტივირებულნი არიან.
აქ ვლინდება ფლუსტრაცია, რამაც შესაძლოა, სრულად დაგვაკარგინოს მოსწავლის წინსვლის
შანსი. მათი დამოკიდებულება სასკოლო საქმიანობისადმი კიდევ უფრო გაუარესებულია. აპათია
ლოგიკური რეაქციაა წარუმატებლობაზე, თუ მოსწავლეს სჯერა, რომ მიზეზი სტაბილურია, ცვლილებებსა
და კონტროლს არ ექვემდებარება. ამის გარდა, მოსწავლეები, რომლებიც ამგვარად აფასებენ
საკუთარ წარუმატებლობას, არ ცდილობენ მოიძიონ დახმარება, მათ სჯერათ, რომ მათი დახმარება
არავის და არაფერს შეუძლია.
მასწავლებლები კონცენტრირებულნი არიან განავითარონ მოტივაციის განსაკუთებული
ტიპი თავიან მოსწავლეებში - სწავლის მოტივაცია. იერი ბროფი (1988) ასე აღწერს სწავლის
მოტივაციას: „ესაა მოსწავლის ტენდენცია - მოძებნოს ღირებული და მნიშვნელოვანი აკადემიური
აქტივობები და ეცადოს მიიღოს მათგან აკადემიური სარგებელი“. სწავლის მოტივაცია შეიძლება
განვიხილოთ, როგორც პიროვნული ნიშანი და როგორც სიტუაციური სპეციფიური გარემოება. სწავლის მოტივაცია უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე სწავლის
სურვილი და მისდამი სწრაფვაა. ის აგრეთვე მოიცავს მოსწავლის მენტალურ ძალისხმევის ხარისხს.
მაგალითად, ტექსტის ათჯერ წაკითხვა შეიძლება გამოხატავდეს მოსწავლის დაჟინებულობასა
და შეუპოვრობას, მაგრამ სწავლის მოტივაცია გულისხმობს უფრო აზრიანი, აქტიური სასწავლო
სტრატეგიების გამოყენებას, როგორიცაა ბაზისური იდეების შეჯამება და შეფასება, საკუთარი
სიტყვებით ამ ყველაფრის გააზრება, საკვანძო მიმართებების გრაფიკების აგება და ა.შ.
რატომ ხდება საჭირო მოტივაციაზე ზრუნვა?
იერე ბროფიმ 5 კომპონენტი
ჩამოთვალა:
1.
გაკვეთილებზე დასწრება იძულებით ხასიათს ატარებს, სასკოლო კურიკულუმი და
სასწავლო აქტივობები შერჩეულია საზოგადოებრივი დაკვეთის და არა იმის საფუძველზე, რასაც
ეს მოსწავლეები აირჩევდნენ, ამის საშუალება რომ ჰქონოდათ.
2. მასწავლებლები კლასში
ჩვეულებრივ მუშაობენ 20 ან მეტ ბავშვთან და ყოველთვის ვერ ახერხებენ თითოეული მოსწავლის
მოთხოვნილებების გათვალისწინებას. შედეგად, ზოგიერთი მოსწავლე მოწყენილი და იმედგაცრუებულია.
3. კლასები ისეთი სოციალური
ფორმირებებია, სადაც თითოეული მოვლენა საჯაროა. ამდენად, წარუმატებლობა არა მარტო პიროვნების
გულგატეხილობას იწვევს, არამედ დანარჩენებსაც აცბუნებს.
4. მოსწავლეებს სისტემურად
აფასებენ, პერიოდულად მშობლებს საქმის კურსში აყენებენ მათი შვილების სწავლის თაობაზე.
5.
მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად ყოველდღიური რუტინისა და ერთფეროვნების
მონაწილეებად იქცევიან ხოლმე, სასკოლო საქმიანობა დადის მასალის ბოლომდე გავლამდე
(მასწავლებლისთვის) და დავალების შესრულებამდე (მოსწავლისთვის).
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებს სხვადასხვაგვარი მოტივაცია
გააჩნიათ. დაწყებით სკოლაში ზოგიერთი მოსწავლე სიამოვნებით მიდის სკოლაში, რადგან სკოლაში
სიარული მისთვის არის „უფროსობასთან“ გაიგივებული. მოსწონთ მოსწავლისთვის განკუთვნილი
სასკოლო ნივთები. ეს სოციალური როლი თავდაპირველად მისგან მოითხოვს აკურატულობას, დავალებების
გულისხმიერ შესრულებას. რასაც ისინი აკეთებენ, რადგან მიცემული დავალებები ძალიან მნიშვნელოვნად
მიაჩნია. შემდეგ საფეხურზე მოსწავლის მოტივაცია ხდება საგნობრივი, რადგან მატულობს
ინტერესი რომელიმე საგნისადმნი. რაც უფრო უღრმავდება საგანს, მით უფრო მეტი ინტერესი
და მიღწევები აქვს, ესმის მისი შინაარსის ლოგიკა. ის ნაკლებად არის ყველა საგანზე ერთნაირას
ორიენტირებული. კლებულობს ინტერესი სხვა საგნებისადმი. სწავლე ხდება ფორმალიზებული.
ისინი სკოლასა და რეალურ ცხოვრებას შორის დიდ სხვაობას ხედავენ და ნაკლებად პოულობენ
მიღებული ცოდნის მოხმარების აუცილებლბას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო საფეხურზე მოსწავლეთა
მოტივაციას, ძირითადად, მათი უმაღლესი განათლების მიღების სურვილი განაპირობებს.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის.
არის რამდენიმე ფაქტორი, რაც სასწავლო პროცესში იწვევს პოზიტიური მოტივაციის ფორმირებას.
ესენია:
·
სასწავლო მასალის
შინაარსი
·
სასწავლო პროცესის
ორგანიზება
·
სწავლების კოლექტიული
ფორმები
·
სასწავლო პროცესის
შეფასება
·
მასწავლებლის სწავლების
სტილი
სასწავლო შინაარსი, რომელსაც მოსწავლეები ძირითადად სასკოლო
წიგნების, პედაგოგის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის
საშუალებით იღებენ. მთავარია პედაგოგი დაეხმაროს მას სასწავლო მასალის გაგებასა და
მის გამოყენებაში, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე ინფორმაციის მოხმარების
საჭიროებას ვერ ხედავს, აქვეითებს მის სასწავლო მოქმედებას. ამიტომ, ინფორმაცია მიმართული
უნდა იყოს მეხსიერების, აზროვნების, წარმოსახვის, თვითშეფასების განვითარებისკენ. ინტერეს
მოკლებულია აგრეთვე, ზედმეტად მარტივი მასალაც, რაც იმ მომენტში კარგ შეფასებას განაპირობებს,
მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზე.
სასწავლო პროცესის ორგანიზება მნიშვნელოვანი ფაქტორია
საწვლების დროს. პედაგოგმა, მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყონ სწავლებასთან
დაკავშირებული საკითხების დროული ორგანიზება, რათა მოსწავლეს არ გაეფანტოს ყურადღება
გარეგანი ფაქტორების გამო.
სწავლების კოლექტიური ფორმები დადებით გავლენას
ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე, რადგან, მათ მეტად ეხალისებათ წყვილებში და ჯგუფებში
მეცადინეობა. ასეთი სწავლებისგან მეტ სიამოვნებას და, შესაბამისად, ეფექტს ვღებულობთ.
ასეთი აქტივობების საშუალებას გვაძლევს როლებისა და ფუნქციების სწორი განაწილების ხარჯზე
გავახალისოთ აქტიური მოსწავლეები, ხოლო პასიური, ან ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეები
დავასაქმოთ და გავუჩინოთ სწავლების სურვილი.
სასწავლო პროცესის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორია მოტივაციის ასამაღლებლად. იგი დადებითად მოქმედებს მოსწავლეზე, როდესაც ობიექტურ
ფაქტორებს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია მასწავლებელი შეფასების დროს მიმართავდეს პოზიტიურ
კრიტიკას და აღნიშნავდეს მოსწავლეთა პროგრესს. თუმცა, ხშირმა და სუბიექტურმა შეფასებამ
შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს, მოსწავლის სასწავლო მიზნები მხოლოდ შეფასებას
დაუკავშირდეს და მისი სწავლების შინაგანი მოტივაცია
მეორე პლანზე გადავიდეს.
მასწავლებლის სწავლების სტილი ერთ-ერთი განმსაზღვრელია
მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად. წარმატებული, ინოვაციური მეთოდებით მომუშავე და
შემოქმედებითი მასწავლებლი სხვადასხვა ხერხებისა და სტრატეგიების გამოყენებით, სიახლეების
ძიებითა და საკლასო ოთახში პოზიტიური გარემოს შექმნით, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებას.
ერთ-ერთი პირველი ბიჰეივიორისტი, რომელიც დაინტერესდა
ადამიანთა მოთხოვნილებებით, იყო ა. მასლოუ. მისი შრომებიდან პირველად გახდა ცნობილი
ხელმძღვანელებისათვის, რომ ადამიანთა მოთხოვნილებები იყო რთული და გავლენას ახდენდა
მოტივაციაზე. მან მოთხოვნილებები დაყო ხუთ კატეგორიად. ბიჰეივიორისტების (ქცევითი მიდგომების
მიმდევრების) შეხედულებებზე დაყრდნობით მოთხოვნილებები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
1) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები;
2) მომავლის რწმენისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებები;
3) სოციალური მოთხოვნილებები;
4) პატივისცემის მოთხოვნილებები;
5) თვითგამოხატვის მოთხოვნილებები.
მასლოუს თეორიის მიხედვით ადამიანთა მოთხოვნილებები
შეიძლება განლაგდეს მკაცრი იერარქიული სტრუქტურის სახით, რომელიც სქემატურად ასე გამოისახება:
ა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიით უნდოდა ეჩვენებინა,
რომ ადამიანი ცდილობს, პირველ რიგში, დაიკმაყოფილოს უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებები.
მასლოუს თეორიას ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე
უარყოფითი მხარეებიც, თავად ამ თეორიის ავტორმა აღიარა, რომ ვერ შეძლო ინდივიდუალური
თავისებურებების გათვალისწინება.
მოთხოვნილებებზე დაფუძნებული კიდევ ერთი მოდელი,
როგორც უკვე აღინიშნა, დაამუშავა ფ. ჰერცბეგმა 50-იანი წლების მეორე ნახევარში. ფ.
ჰერცბერგის თეორიას საფუძვლად დაედო მისი და მისი მიმდევრების მიერ ჩატარებული ლაქსაღებავი
საწარმოს 200 ინჟინრისა და საკონსტრუქტორო ქვედანაყოფის მუშაკის გამოკითხვის მასალები.
მკვლევართა ჯგუფმა რესპოდენტებს დაუსვა ორი კითხვა: 1) „შეგიძლიათ თუ არა აღწეროთ თანმიმდევრობით
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ როდის იგრძენით თავი განსაკუთრებით კარგად?“
და 2) „შეგიძლიათ თუ არა აღწეროთ თანმიმდევრობით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
შემდეგ როდის იგრძენით თავი განსაკუთრებით ცუდად?“. ფ. ჰერცბეგმა მიღებული პასუხები
დაჰყო ორ ჯგუფად, რომელთაც მან უწოდა „ჰიგიენური ფაქტორები“ და „მოტივაცია“. ჰიგიენურ
ფაქტორებში ფ. ჰერცბერგმა გააერთიანა ფირმისა და ადმინისტრაციის პოლიტიკა, მუშაობის
პირობები, გამომუშავება, პიროვნებათშორისი ურთიერთობები უფროსებთან, კოლეგებთან, ხელქვეითებთან,
სამუშაოზე უშუალო კონტროლის დონე, ხოლო მოტივაციაში - წარმატება, დაწინაურება, მუშაობის
შედეგების აღიარება და მოწონება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე, შემოქმედებითი და საქმიანი
ზრდის შესაძლებლობები.
ამ სამი თეორეტიკოსის (მაკკელანი, მასლოუ, ჰერცბეგი)
და მრავალ სხვათა მოსაზრებების გათვალისწინებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ კვლევა,
ინტერვენციები და გამოვიტანეთ შესაბამისი დასკვნები.
მე-20
საუკუნის დასწაყისში მოღვაწე მარია მონტესორი ამბობს: აზარტი ეს არის მოტივაცია, ბრძოლის
ჟინი. მოსწავლე კეთების პროცესში ხდება მებრძოლი, მოტივირებული, ამ მიდგომების მიხედვით
დაიგეგმა კვლევის განხორციელების გზები და საშუალებები.
მეთოდოლოგია
ა) კვლევის სამიზნე
ჯგუფი
1.
სსიპ ქ. თბილისის
N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასი და საგნის მასწავლებელი;
2.
სსიპ ქ. თბილისის
N62 საჯარო სკოლის მე-9 კლასი და საგნის მასწავლებელი;
3.
სსიპ ქ. თბილისის
N62 საჯარო სკოლის მე-10 კლასი და საგნის მასწავლებელი.
4.
მე-8, მე-9, მე-10
კლასის მოსწავლეთა მშობლები.
ბ) შერჩევა
კვლევაში შერჩევა ორი ნიშნით იქნება:
·
საბაზო საფეხურისა
და გარდამავალი საშუალო საფეხურის მოსწავლეები მნიშვნელოვანია ჩაერთონ კვლევაში, რადგან ამ საფეხურზე მაღალი სააზროვნო
უნარები განვითარებულია, ამავდროულად, ასაკობრივი
კუთხით ისინი ჩამოყალიბების პროცესში არიან, ძიების სურვილი მეტია ამ კატეგორიაში,
რაც ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება კვლევისას.
·
მე-10 კლასს ასწავლის
ქართულ ენასა და ლიტერატურას გულიკო ბიწაძე, მათემატიკას _ მედეა იგანაშვილი, ისტორიას
_ ეკა ტალახაძე, ხოლო მე-8 და მე-9 კლასს ქართულ ენასა და ლიტერატურას _ ლიზა ნიჟარაძე,
მათემატიკას _ მედეა იაგანაშვილი, ისტორიას _ ეკა ტალახაძე, ბიოლოგიას _ მარინა (მაია) ჩიქვინიძე. ლიზა ნიჟარაძემ და გულიკო ბიწაძემ უნდა
წარმართონ კვლევა, ხოლო ეკა ტალახაძე, მაია ჩიქვინიძე და მედეა იაგანაშვილი ფოკუს ჯგუფის
წევრებად შეირჩნენ, ისინი განახორციელებენ შეთავაზებულ აქტივობებს და კვლევის განმხორციელებლეთან
ერთად დააკვირდებიან შედეგებს ისტორიასა და მათემატიკაში. მათ კარგად იციან მოსწავლეთა
ინდივიდუალური თავისებურებები და შესაძლებლობები, რაც გაადვილებს კვლევისას შედეგის
მიღწევას.
·
თითო შემაჯამებელ
გაკვეთილს (3-4 საგნის) დაესწრებიან მშობლები, რომლებიც განმავითარებელ კომენტარს გააკეთებენ, რაც ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა იმ ნაწილის მოტივირებას, რომლებიც გარეგან შეფასებაზე, სიტყვიერ
ჯილდოსა ან მშობელთა შეფასებებზე არიან ორიენტირებული. მშობელთა ჩართულობა შეკრავს
საერთო საქმეს, მოტივაციის ამაღლებას აღსაზრდელებში.
გ) მონაცემების შეგროვება
მეთოდები, რომელიც გამოვიყენეთ მონაცემთა შეგროვებისას :
·
მასწავლებელთა გამოკითხვა
1.
გამოკითხვა _ აღნიშნული
მეთოდი გამოვიყენეთ, რათა პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე, დაგვედგინა პრობლემის
არსი, მოტივაციის მნიშვნელობა სწავლებაში, რამდენად არიან მასწავლებლები ორიენტირებული
მოსწავლეთა მოტივირების ზრდაზე, რა შედეგები აქვთ მოსწავლეებს ამ კუთხით, რა კონკრეტული
ფორმით უწყობენ ხელს იყენებენ თუ არა ინდივიდუალურ მიდგომებს, აანალიზებენ თუ არა შინაგანი
მოტივაციის მნიშვნელობასა და სარგებელს სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის. რა ცვლილებებია
საჭირო იმისთვის, რომ მოსწავლეს აუმაღლდეს შინაგანი მოტივაცია, ხოლო მასწავლებელმა
შეძლოს თავისი პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვა.
2.
შერჩევა _ სრული, სკოლაში სხვადასხვა
საგნის მომქმედი მასწავლებლები გამოიკითხნენ, რადგან თითოეული მათგანის
მოსაზრება მნიშვნელოვანია პრობლემის იდენტიფიცირებისა და საკვლევი მეთოდის შემდგომი
დანერგვისთვის.
·
მოსწავლეთა გამოკითვა დიაგნოსტიკური
კითხვარების მეშვეობით
ამ
მეთოდს მივმართეთ, რათა დაგვედგინა მოსწავლეების არსებული სამოტივაციო ფაქტორები, მათი
ინტერესები და შესაძლებლობები, აღნიშნული კითხვარი ხელშემწყობი არის კვლევის შემდგომი
ეტაპებისთვის, ვინაიდან მისი მეშვეობით დგინდება მოსწავლეთა ჯგუფები პუნქტების მიხედვით,
ისინი, რომელთაც აქვთ შინაგანი სასწავლო მოტივაცია, ზოგიერ მათგანს მოტივაცია საკომუნიკაციო
მხრივ აქვს განვითარებული, არიან ისეთებიც, რომელთაც გარეგანი მოტივაცია ამოძრავებთ.
დასაწყისისთვის სწორედ მათი არსებული უნარების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი კვლევის
წარმართვისთვის. ასევე, კითხვარებში მოსწავლეების
ხედვა და ინტერესები წარმოჩნდება, რაც ხელს შეუწყობს კვლევის მსვლელობის მიზნობრიობას. /იხილეთ დანართი N1/
·
მოსწავლეების შერჩევა
შერჩევა _ სრული, მოსწავლეები
შეირჩა ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით. კვლევის განსახორციელებლად
საჭირო არის საბაზო და საშუალო საფეხურის კლასები, სადაც აქვთ გარკვეული ცოდნა აღნიშნული
საკითხებისა, სწორედ ამის გათვალისწინებით შეირჩა მე-10, მე-9, მე-8 კლასის მოსწავლეები,
მიუხედავად მათი აკადემიური მოსწრებისა, რადგან კვლევის მიზანი მათი შინაგანი მოტივაციის განვითარებაა.
·
მეორედი მონაცემების ანალიზი
მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა
პირველადი გამოკითხვის შედეგების ანალიზსა და მისი მეშვეობით პრობლემის იდენტიფიცირებას,
რაც მოგვცემს თვალნათელ სურათს საიდან დავიწყეთ კვლევა და საბოლოოდ რა შედეგზე გავედით.
·
შერჩევა _ მიზნობრივი
ამ ეტაპზე შერჩევას გაკვეული მიზნით ვახორციელებთ, რათა ნათელი გახდეს
მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში დამდგარი შედეგი.
კვლევის მონაწილე მხარეები
და მათი პასუხისმგებლობები
მოსწავლეები
და პედაგოგები:
·
კვლევის ჯგუფის წევრების
შერჩევა
·
კვლევის ინსტრუმენტების
შემუშავება (ფოკუსჯგუფი, კითხვარი)
·
მასწავლებელთა გამოკითხვა
·
გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
·
მოსწავლეთა გამოკითხვა
·
გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
·
ინტერვენცია 1
·
ინტერვენცია 2
·
ინტერვენცია 3
·
ინტერვენცია 4
·
ინტერვენცია 5
·
ინტერვენციების შედეგების
ანალიზი
·
პროექტის ვადების
დაცვა
·
შედეგების ასახვა
და შეჯამება
დ) კვლევის
ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||||
შეხვედრა მასწავლებლებთან, გამოკითხვა
|
X
|
|||||||
გამოკითხვის ანალიზი
|
X
|
|||||||
შეხვედრა ფოკუს ჯგუფთან, გამოკითხვა
|
X
|
X
|
||||||
გამოკითხვის ანალიზი
|
X
|
|||||||
მეორადი მონაცემების შეგროვება
|
X
|
|||||||
მეორადი მონაცემების ანალიზი
|
X
|
|||||||
მასწავლებელთა კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
X
|
|||||||
გამოკითხვა
|
X
|
|||||||
მოსწავლეთა კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
X
|
|||||||
გამოკითხვა
|
X
|
|||||||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
X
|
|||||||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
X
|
|||||||
კვლევის ასახვა, შეჯამება
|
X
|
საკვლევი კითხვები
კვლევის
ჯგუფმა განსაზღვრა კვლევის მიზანი და ჩამოაყალიბა შემდეგი საკვლევი კითხვები:
- არის თუ არა პრობლემური შინაგანი სასწავლო მოტივაციის
დაბალი მაჩვენებელი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის?
რასაც პასუხი გაეცემა მასწავლებელთათვის განკუთვნილი კითხვარით.
- რომელი მიდგომებით ან აქტივობების გამოყენებით
შეიძლება მოსწავლემ შეძლოს შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლება?
- შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლება გამოიწვევს
თუ არა მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლების ზრდას?
- მშობელთა ჩართულობა აამაღლებს თუ არა მოსწავლეთა
შინაგან მოტივაციას?
- შემუშავებული მეთოდები და ინტერვენცია გამოავლენს
შერჩეული ჰიპოთეზის მართებულობას.
კვლევის შედეგები 1
- გამოკითხვის შედეგების ანალიზი:
I კითხვარი _ პრობლემის დადგენა
- სხვადასხვა საგნის პედაგოგების გამოკითხვის მიზანი
იყო დაგვედგინა რა ღირებულება აქვს მათთვის მოსწავლის შინაგან სასწავლო მოტივაციას.
რა პრობლემები ხვდებათ ამ საკითხთან მიმართებაში და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული
პრობლემების მოგვარება.
აღმოჩნდა, რომ
- პედაგოგების 85 % ფიქრობს, რომ შინაგანი სასწავლო
მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი ყველაზე დიდი პრობლემაა სწავლებისას, ისინი მოსწავლეებს
სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა შედეგი არასახარბიელოა. მათი თქმით,
პრობლემები არის სასწავლო პროცესის წარმართვაში.
- დანარჩენი 15% ამ პრობლემას არ მიიჩნევს ყველაზე
მნიშვნელოვნად.
- I
კითხვარის შედეგების შეჯამება:
- პედაგოგთა პასუხებმა ცხადყო, რომ პრობლემა რეალური
და აქტუალურია, რის შემდეგაც კვლევაზე მუშაობა მოსწავლეებთან განვაგრძეთ.
ინტერვენცია
N1
კითხვარი _ მოსწავლეებში არსებული პრობლემის დადგენა
- ჩამოთვლილთაგან
რომელი აქტივობა შეგიწყობს ხელს ზემოთ აღნიშნული სამი პრობლემის მოგვარებაში?
·
ნივთიერი ჯილდო კარგი ქცევისა ან სწავლისთვის;
·
შექება, სიტყვიერი ჯილდო;
·
საკუთარი თვითშეფასება;
·
შინაგანი გააზრება, რომელშიც დაგეხმარება მასწავლებელი,
მშობელი...;
·
მეგობრის რჩევა, მაგალითი.
- ვიღებ ცოდნას, რათა ვასახელო მშობლები:
·
თითქმის არ აქვს მნიშვნელობა,
·
ნაწილობრივ მნიშვნელოვანია,
·
შესამჩნევად მნიშვნელოვანია,
·
ძალიან მნიშვნელოვანია.
- ვსწავლობ, რადგან ახალი ცოდნის მიღება პიროვნულად
მზრდის:
·
თითქმის არ აქვს მნიშვნელობა,
·
ნაწილობრივ მნიშვნელოვანია,
·
შესამჩნევად მნიშვნელოვანია,
·
ძალიან მნიშვნელოვანია.
კითხვარი სრულად და მოსწავლეთა პასუხები იხილეთ: დანართი
N1
კვლევის დიზაინი
და პროცედურა;
ინტერვენციები
ინტერვენციN1 კვლევა ჩატარდა სასკოლო გარემოში, სადაც
მოსწავლეებს დაურიგდათ სასწავლო მოტივაცის სადიაგნოსტიკო კითხვარი, რომელიც 10
კითხვისა და 11 დებულებისგან შედგება. კითხვარი 7 მოტივის შეფასების საშუალებას
იძლევა, ესენია: შემეცნებითი მოტივი, საკომუნიკაციო მოტივი, ემოციონალური მოტივი,
მოტივი თვითგანვითარებისთვის, მოსწავლის პოზიციის მოტივი, მიღწევის მოტივი,
გარეგანი მოტივი (შექება/დასჯა). თითოეული მათგანის შეფასება 3 დებულებით მოხდა
შემდეგი სისტების გამოყენებით:
0 ქულა - თითქმის არ აქვს მნიშნვნელობა,
1 ქულა - ნაწილობრივ მნიშვნელოვანია,
2 ქულა - შესამჩნევად მნიშვნელოვანია,
3 ქულა - ძალიან მნიშვნელოვანია.
ქულებით მოსწავლეებს უნდა შეეფასებინათ ჩამოთვლილ
მოტივებთა მნიშვნელოვნება. კვლევის ცატარებამდე მოსწავლეებმა დეტალურად მოისმინეს
კვლევის ინსტრუქცია. მოსწავლეები კითხვარის შევსების განმავლობაში არ იყვნენ დროში
შეზღუდულნი. კვლევის საფუძველზე უნდა გამოიყოს შვიდი სასწვლო მოტივაციიდან მათთვის
დომიმანტური მოტივი, რაც კვლევის მიზანს წარმოადგენს.
ინტერვენცია
N2 მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა,
შესასწავლი საკითხის მრავალმხრივი მიწოდება, მიმოხილვა;
კვლევა ჩატარდა სასკოლო გარემოში, სადაც
მასწავლებლები მოსწავლეთა არჩევანის გათვალისწინებით, აირჩევენ თემას, თითოეული
მასწავლებელი საერთო თემაზე ატარებს 4-5 გაკვეთილს, რაც ეხმარება მოსწავლეს
მოცემული საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში, ამავდროულად, აღმოჩენების გაკეთებასა
და მაღალ ჩართულობაში, მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა მოტივაციის
მაჩვენებლებს, ასევე აკადემიური მაჩვენებლების მდგომარეობას.
აღნიშნული ინტერვენცია დაგვეხმარება დავადგინოთ
სწავლების მეთოდების ინოვაციურობა, მრავალფეროვნება რამდენად უწყობს ხელს
მოსწავლეებში მოტივაციის ზრდასა და აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
ინტერვენცია
N3 პროექტით სწავლება და მისი ეფექტები
მოტივაციის ამაღლებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში;
პროექტზე დაფუძნებული სწავლების თეორიული საფუძველი
– პროექტზე/მაგალითზე დაფუძნებული სწავლების საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ
გამოჩნდა განმანათლებლისა და ფილოსოფოსის ჯონ დიუის ნაშრომებში (1938). მის მიერ
დაარსებული ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ლაბორატორიული სკოლა სწორედ კვლევის
პრინციპებს ეფუძნებოდა. დიუი ამტკიცებდა, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს
„კეთების“ საშუალებით, პრობლემური სიტუაციის კვლევით, სხვადასხვა მაკეტისა თუ
სქემის დამზადებით. მისი აზრით, სწავლების ტრადიციული სისტემა ანგარიშს არ უწევდა
ბავშვის მოთხოვნილებებსა და განვითარების თავისებურებებს. ჯონ დიუის სწამდა, რომ
სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები
და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ერთობლივი მიზნებისა და ინტერესების
თანამშრომლობის გზით განხორციელებაში. აღნიშნულ სწავლების მეთოდიკას ეხმიანება
ასევე მარია მონტესორის (1935) პედაგოგიური კონცეფციაც. მონტესორის მიდგომა,
პირველ რიგში გულისხმობს ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ ქმედებებს. მოსწავლის
განვითარება უფრო ეფექტურია პრაქტიკული აქტივობებით, რადგან განვითარება
დაკავშირებულია გარემოსთან, რომელიც იძლევა სტიმულს პროგრესისთვის. მონტესორი
თვლიდა, რომ პროექტებით მოსწავლეს შეუძლია სიღრმისეულად შეისწავლოს სხვადასხვა
თემა, განივითაროს ემოციური ინტელექტი (EQ) და მოახდინოს ცოდნის კონსტრუირება.
ამ მოსაზრებების გათვალისწინებით საგნის
მასწავლებლებმა უნდა განახორციელონ პროექტი, რომლის მიზანია დადგინდეს ამ ტიპის
სწავლების ეფექტიანობა მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესობაში;
ინტერვენცია
N4 განმავითარებელი შეფასების ეფექტიანობა
მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესობაში;
მეოცე საუკუნის დასაწყისში დ. უზნაძემ, მისი
დირექტორობის დროს, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა, ის ფიქრობდა, რომ ნიშნებით
შეფასება მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და მშობელს, ასევე მშობელსა და
მასწავლებელს შორის უსიამოვნების გამოწვევი მიზეზი იყო. ნდობის ატმოსფეროს არ
ქმნიდა, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის. უზნაძემ
მასწავლებლებს სამუშაო დატვირთვა გაუზარდა, მათ თითოეულ მოსწავლეზე ჰქონდათ
ინდივიდუალური აღრიცხვის რვეული, სადაც იწერდნენ ამ მოსწავლის სუსტ და ძლიერ
მხარეებს, დაკვირვების შედეგებს და რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინა
მოსწავლეს სუსტი მხარეები. ამ მიდგომამ სერიოზული დადებითი შედეგები გამოიღო და
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსწავლეთა სწავლის და ცოდნის ხარისხი, სწორედ ამ
მიზეზით მივიჩნიეთ საჭიროდ სასწავლო მოტივაციის ამაღლების კვლევისას გაგვერკვია რა
დატვირთვა ექნებოდა მკაფიოდ ფორმულირებულ განმავითარებელ კომენტარს, აამაღლებდა თუ
არა შინაგანი მოტივაციის ფაქტორებს. მასწავლებლებმა ხუთი გაკვეთილის განმავლობაში
რეგულარულად უნდა მისცენ უკუკავშირი, განმავითარებელი შეფასება, მათ მიერვე
შერჩეულ მოსწავლეებს და დააკვირდნენ ეფექტიანობას.
ინტერვენცია N5
მშობელთა ჩართულობის ეფექტიანობა მოტივაციის ამაღლებაში;
მაკლენის თქმით, როცა მაღალია მშობელთა
დაინტერესება შვილის საქმიანობით, დიდია წარმატების შანსი. ამ მოსაზრების
გათვალისწინებით, დაიგეგმა ინტერვენცია, მშობლები აქტიურად უნდა ჩაერთონ მიმდინარე
კვლევის N2 ინტერვენციის პროცესში, მასწავლებელი მათ რეგულარულად მიაწოდებს
ინფორმაციას განსახორციელებელი და განხორციელებული აქტივობებისა და დავალებების
შესახებ, მოსწავლეს კი ურჩევს ნამუშევრები აჩვენოს მშობელს, ჰკითხოს რჩევები.
მასწავლებელი შემაჯამებელ გაკვეთილზე დაასწრებს მშობელს, აჩვენებს შედეგებს და
მიიღებს უკუკავშირს, რაც ცხადყოფს განხორციელებული ინტერვენციის შედეგებსა და
სარგებლიანობას.
N1 ინტერვენციის
აღწერა:
N1 ინტერვენცია
(კითხვარების შედეგები _ მოსწავლეებში არსებული პრობლემის დადგენა):
მონაცემთა სპეციალური კოდირების სისტემის გამოყენებით
შეჯამდა, რომელიც შემდეგი სახითაა წარმოდგენილი.
N
|
მოსწავლის სასკოლო
მოტივების საშუალო მაჩვენებელი
|
ზოგადი საშუალო
|
გოგონებში
|
ბიჭებში
|
1
|
შემეცნებითი მოტივი
|
5.8
|
6.5
|
5.2
|
2
|
საკომუნიკაციო მოტივი
|
6
|
5.7
|
6.2
|
3
|
ემოციონალური მოტივი
|
5.3
|
5.7
|
5.1
|
4
|
მოტივი თვითგანვითარებისთვის
|
8
|
8
|
8
|
5
|
მოსწავლის პოზიციის
მოტივი
|
7.7
|
7.8
|
7.3
|
6
|
მიღწევის მოტივი
|
7.1
|
7.7
|
6.7
|
7
|
გარეგანი მოტივი
(შექება, დასჯა)
|
4.5
|
4.6
|
4.5
|
სასწავლო მოტივაციის დიაგნოსტირების საშუალებით
გამოიყო მე-8 კლასის წამყვანი სასკოლო მოტივი - მოტივი თვითგანვითარებისთვის, რომელსაც მოჰყვება რიგით მეორე, მე-9 და
მე-10 კლასის მოსწავლეების წარმმართველი მოტივი - მოსწავლის პოზიციისა და მიღწევის მოტივები. ყველაზე ნაკლებად კი მოსწავლეები სწავლების დასჯა,
შექების მოტივაციით წარმართვას ასახელებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითგანვითარების
მოტივი თანაბარი მაჩვენებლით გამოვლინდა გენდერული თვალსაზრისით, რაც შეეხება მოსწავლის
პოზიციისა და მიღწევის მოტივებს, აქ გოგონების მაჩვენებელი მცირედი უპირატესობითაა
წარმოდგენილი.
რაც შეეხება წამყვანი სასწავლო მოტივაციის აკადემიურ
მოსწრებასთან კავშირს, შედეგები შემდეგნაირად
გამოვლინდა: თვითგანვითარების მოტივის არჩევანის მაქსიმალური შედეგი კლასის წარჩინებული
მოსწავლეების (30%) მიერ დაფიქსირდა 4-ჯერ, ხოლო იმ მოსწავლებმა, რომელთაც დაბალი აკადემიური
მოსწრება აქვთ (13%) ეს არჩევანი 2 ჯერ დააფქსირეს.
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და დაბალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეების მიერ კვლევაში გამოვლენილი წამყვანი სასწავლო მოტივის - თვითგანვითარების
არჩევის სიხშირე.
შედეგების შეჯამება
N1 ინტერვენციის შედეგების შეჯამება და ანალიზი;
მონაცემთა შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჰიპოთეზის პირველი
ნაწილი არ გამართლდა, რაც მოსწავლეთა სწავლების შინაგანი მოტივების: თვითგანვითარების
მოტივი, მიღწევისა და შემეცნების მოტივების მაღალი მაჩვენებლით აიხსნება. გარეგანი
მოტივაცია კი საკმაოდ დაბალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას,
რომ მოსწავლეებს გააჩნიათ მაღალი შინაგანი მოტივაცია, მიიღონ მეტი ინფორმაცია და ცოდნა,
გახდნენ წარმატებულნი, რაზეც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული უარყოფი გავლენების საშიშროება
უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ჰიპოთეზაში გაჟღერებულ მეორე ვარაუდს, იგი გამართლდა და გამოვლინდა,
რომ კლასის მოსწავლეთა წამყვანი სასკოლო მოტივაცია არის შინაგანი ფაქტორებით განპირობებული
და იგი უფრო ხშირად სახელდებოდა მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მიერ. შესაბამისად,
იმისთვის, რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს სასწავლო მიღწევები, უნდა შევძლოთ მისი შინაგანი
მოტივების გააქტიურება და ამაღლება. ყოველივე ეს შესაძლოა მაღალ კორელაციაში იყოს მოსწავლეთა
თვითშეფასებასთან.
მონაცემთა ანალიზის შემდეგ გაირკვა პირველი
ჰიპოთეზის არამართებულობა და მეორე ჰიპოთეზის მართებულობა, მესამე ჰიპოთეზის მართებულობის
დასადგენად ჩვენ მიერ დაიგეგმა სამი ინტერვენცია სამი საგნის ერთ თემაზე ორიენტირებისა
და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით სწავლების პროცესის დაგეგმვის, ასევე, სავალდებულო
განმავითარებელი შეფასებისა და კოლექტიური,
კოლაბორაციული მიდგომების გამოყენებით.
N2 ინტერვენციის დროს განსახილველი თემა
ასე შეირჩა:
1. სამივე საგნის მუშაობა
ერთ თემაზე _ ზამთარი (2 კვირა);
N3 ინტერვენციის თემა:
2. კოლაბორაციული მუშაობა
პროექტზე (2 კვირა);
N4
ინტერვენციის დროს განსახილველი თემა ასე შეირჩა:
3. ინდივიდუალური განმავითარებელი
შეფასებები (5 საგაკვეთილო პროცესი).
N5 ინტერვენციის თემა:
4. მშობელთა ჩართულობის
ეფექტიანობა შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლებაში;
ინტერვენციებზე გამოსაყენებელი
თემა, ფორმა, აქტივობა შეირჩა მოსწავლეების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად.
N2 ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
1. N2 ინტერვენცია
ინტერვენციის საწყის
ეტაპზე განვიხილეთ საჭიროებები, ჩარევის მიზანი და სავარაუდო მეთოდები, შევათანხმეთ
საგაკვეთილო გეგმის სტრუქტურა, ჩამოვაყალიბეთ მასალის მიწოდების ეფექტიანი საშუალებები,
გავითვალისწინეთ ჩვენ მიერ გამოყენებული პირველი ინტერვენციის, კითხვარის შედეგები.
მოსწავლეების სრული ჩართულობით
შეირჩა თემა _ ზამთარი. სამივე საგნის მასწავლებელმა აღნიშნულ თემაზე ჩაატარა 5 გაკვეთილი.
გაკვეთილების გეგმის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ დანართი N2 სახით.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
გაკვეთილები დაიყო პროზაული ნაწარმოებებისა და პოეტური ქმნილებების მიხედვით. 2 გაკვეთილი
პროზაული ნაწარმოებებიდან ამონარიდების გააზრება-შეფასებას, 2 გაკვეთილი პოეზიის ნიმუშების
მიმოხილვას დაეთმო. მე-5 გაკვეთილზე მასწავლებლებმა არსებული ცოდნა რამდენიმე კუთხით
შეაჯამეს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ჯგუფური ნამუშევრების მიხედვით,
მათ წარსადგენად საკუთარი მოსაზრებებზე, ინტერესებზე დაყრდნობით აირჩიეს მოძიებული
მასალიდან მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები და დაურთეს საკუთარი ხელით შექმნილი
ვიზუალური მასალა, ასევე მხატვრობის ცნობილი ნიმუშები და თემატიკის შესაბამისი მუსიკალური
ეტიუდები.
მუშაობის პროცესი ძალიან
საინტერესო აღმოჩნდა მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის. ისინი თავად მართავდნენ
პროცესს, იძიებდნენ ინფორმაციას, ახარისხებდნენ, მაღალი მოტივაციით განიხილავდნენ,
მსჯელობდნენ, იაზრებდნენ შერჩეულ ტექსტებს. თავად აღნიშნავდნენ, რომ საწყის ეტაპზე
არ ელოდნენ თუ ამდენ ახალ, საინტერესო მასალას აღმოაჩენდნენ, გაეცნობოდნენ, გაიგებდნენ,
გააანალიზებდნენ.
იგივე შედეგები დაფიქსირდა
ისტორიისა და მათემატიკის გაკვეთილებზე.
ისტორიის სწავლებისას
მასწავლებელმა საუბარი წარმართა ზამთრის პერიოდში არსებულ სირთულეებზე და გაკვეთილები
ამის მიხედვით დაგეგმა. შესაბამისად, გამოიკვეთა ზამთრის ომების თემატიკა. მოსწავლეები
მაღალი ჩართულობით ახორციელებდნენ აქტივობებს: იძიებდნენ, ახარისხებდნენ ინფორმაციას,
ქმნიდნენ ვიზუალურ მასალას სლაიდ-შოუსა და ნახატების სახით. შესამჩნევად გაუმჯობესდა
აკადემიური მაჩვენებლები. (იხ. დანართი N3)
ასეთივე წარმატებით შედგა
საგაკვეთილო პროცესი მათემატიკაში, სადაც ზამთარსა და წელიწადის ამ დროის ბიუჯეტზე,
ხარჯთახრიცხვაზე იმუშავეს. მოსწავლეების დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა, ამასთან
გაუმჯობესდა აკადემიური მაჩვენებლები. (იხ.
დანართი N4)
N2 ინტერვენციის შედეგების შეჯამება;
განხორციელებული ინტერვენციის
შედეგები უპირველესად აისახა მოსწავლეთა მოტივაციის შესამჩნევ მატებაში, ისინი იყვნენ
აქტიურები, მაღალი იყო მათი ჩართულობა სამუშაო პროცესში, ამავდროულად, ამან გავლენა
იქონია აკადემიურ მოსწრებაზე. გაუჯობესდა მათი განმსაზღვრელი შეფასება, ხუთი გაკვეთილის
განმავლობაში მაჩვენებელთა ზრდა ასე გამოიყურება:
აკადემიური მაჩვენებლები
ქართულში: ინტერვენციის წინა ჩატარებული 5 გაკვეთილის განმავლობაში მე-8 კლასში დაიწერა
ორი _ 5 ქულა, ოთხი _ 6, ორი _ 8, სამი _
9 და ერთი _ 10 ქულა, სულ ათი მოსწავლის ქულა იყო _ 89,
ხოლო ინტერვენციის
განხორციელებისას დაიწერა: სამი _7, ხუთი _ 8, ექვსი _ 9, სამი _ 10 ქულა, რაც ჯამში
არის ჩვიდმეტი მოსწავლის _ 145 ქულა.
მე-9 კლასში ინტერვენციამდე
5 გაკვეთილის ქულათა ჯამური მაჩვენებელი იყო
78, ხოლო ინტერვენციისას 5 გაკვეთილზე
128 ქულა დაფიქსირდა.
მე-10 კლასში
ინტრვენციამდე 135, ხოლო ინტერვენციისას _ 157.
აკადემიური მაჩვენებლების
ზრდა პროცენტულად დაახლოებით იგივე იყო ისტორიასა და მათემატიკაში.
შედეგების შეჯამებამ დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ მრავალფეროვანი
აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა, მათი ინტერესების გათვალისწინება, ინდივიდუალური
შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა სასწავლო პროცესში, ზრდის შინაგან სასწავლო
მოტივაციას, რაც დადებითად აისახება, როგორც სასწავლო პროცესზე, ასევე აკადემიურ მაჩვენებლებზე.
შედეგების ანალიზის საფუძველზე გადაწყდა შემდეგი ინტერვენციის
განხორციელება, რისთვისაც შეირჩა ფოკუს ჯგუფები _ მე-8, მე-9, მე-10 კლასები, რათა
დავკვირვებოდით მიმდინარე პროექტებს.
მე-3 ინტერვენციისას გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ მრავალფეროვან
სწავლებასა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას ხელს უწყობს პროექტებით სწავლება.
N3 ინტერვენცია, შედეგების შეჯამება;
მე-8 და მე-9
კლასმა განახორციელა პროექტი „მეგობრობა“ (შეგიძლიათ იხილოთ დანართი N.5 ) პროექტის წარმართვის პროცესს ესწრებოდა 3 პედაგოგი: გულიზარ
ბიწაძე, ელიზა ნიჟარაძე, მედეა იაგანაშვილი, ვაკვირდებოდით რამდენიმე კუთხით:
1.
პროექტში მონაწილეობის სურვილი;
2.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა ჩართულობა;
3.
ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა;
4.
ურთიერთთანამშრომლობა.
დაკვირვების შედეგად,
სამივე პედაგოგის შეფასებით ვარაუდი გამართლდა, პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა
95 პროცენტმა. შთამბეჭდავი იყო პროექტის დასკვნითი ნაწილი, პრეზენტაცია, რომელიც ორ
კლასს შორის შეჯიბრების სახით გაიმართა. პროცესს ესწრებოდა სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა,
ჟიურის წევრები იყვნენ: მუსიკის პედაგოგი _ ნონა ტარიელაშვილი, ხელოვნება _ თინათინ
შარაშენიძე, ქართული ენა და ლიტერატურა _ გულიზარ ბიწაძე, დირექტორის მოადგილე _ ცირა
გრიშიკაშვილი და სკოლის დირექტორი _ ელენე შაბურიშვილი. მათი უკუკავშირი (იხ. დანართი N6) მოწმობს, რომ მოსწავლეთა
ჩართულობა, ინტერესი, მიღებული ცოდნა, შემოქმედებითი უნარები, გამჭოლი კომპეტენციები
და ტრანსფერი უმაღლეს ნიშნულზე იყო.
მოსაზრება, რომ პროექტით სწავლება ეფექტიანი
ხერხია მოსწავლეთა შინაგანი სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად გამართლდა. მესამე ჰიპოთეზის
მართებულობა უდავოა. შედეგების შეჯამების საფუძველზე დადასტურდა აღებული გეზის სისწორე.
N 4 ინტერვენციის შედეგები
მეოთხე ინტერვენციის
მიხედვით ისტორიის, მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ხუთი
საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში აქტიურად უნდა გამოეყენებინათ განმავითარებელი შეფასება
ფოკუს ჯგუფისთვის შერჩეულ მოსწავლეებში და თვალი ედევნებინათ შედეგებისთვის.
მოსწავლეები შეირჩნენ
მასწავლებელთა მიერ სუსტი მხარეების მიხედვით. ისინი მოსწავლეების განმავითარებელი
შეფასებისას მკაფიოდ განმარტავდნენ მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს და ურჩევდნენ რომელი
მიმართულებით ემუშავათ მეტი მონდომებით (იხ.დანართი
N7) . მასწავლებელთა თქმით, სამართლიან, კონკრეტულ რჩევებს საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა უმრავლესობა გულისხმიერად ეკიდებოდა, ისინი ცდილობდნენ აღმოეფხვრათ პრობლემები
და ყოველ მომდევნო გაკვეთილზე მოცემული საკითხისადმი ინტერესსა და ცოდნის გაუმჯობესებას
ავლენდნენ, რაც, რა თქმა უნდა, აისახებოდა მათ აკადემიურ მაჩვენებლებზე. შედეგების
ანალიზმა აჩვენა, რომ განმავითარებელი შეფასების შედეგად მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებელი
1-1,5%-ით გაუმჯობესდა, რაც დიდი წარმატების ნიშანია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დავრწმუნდით მეხუთე
ჰიპოთეზის მართებულობაში. განმავითარებელი შეფასება ის საშუალებაა, რომელიც ზრდის შინაგან
სასწავლო მოტივაციას, მოსწავლე სწორ გზას ადგება და მეტი ინტერესით სრულყოფს საკუთარ
ცოდნას, რაც ხელისშემწყობი ფაქტორია მათი პიროვნებად ფორმირების პროცესსა და თვითგანვითარების
უმნიშვნელოვანეს საქმეში.
N5 ინტერვენციის აღწერა და შედეგების შეჯამება;
შინაგანი სასწავლო მოტივაციის
ამაღლებაში მშობელთა ჩართულობის ეფექტიანობის დასადგენად დავგეგმეთ დამრიგებლების დახმარებით
(მედეა იაგანაშვილი, გულიზარ ბიწაძე, ელიზა ნიჟარაძე) შევხვედროდით მშობლებს და გაგვეცნო
მიმდინარე კვლევის საჭიროება და პროცედურები, რომელშიც მოუწევდათ მონაწილეობის მიღება,
შეხვედრა შედგა სამივე კლასის მშობლებთან, ჩვენ წარვუდგინეთ საკვლევი თემა, გავაცანით
მიზნები და, საჭიროებებიდან გამომდინარე, ვთხოვეთ თანამონაწილეობა, მათი ნაწილი დათანხმდა
ჩართულობას განსაზღვრულ აქტივობებში. მშობლებს ვთხოვეთ დახმარებოდნენ საკუთარ შვილებს
მასალის მოძიებასა და დახარისხებაში, მიეცათ რჩევები საკუთარი მოსაზრებებიდან, გამოცდილებიდან
გამომდინარე. მეორე მხრივ, მოსწავლეებს ვთხოვეთ აქტივობების განხორციელებისას რჩევები
ეკითხათ და დახმარება მიეღოთ მშობლებისგან.
N2 ინტერვენციის განხორციელებისას
თითოეული მასწავლებელი სოციალური ქსელის დახმარებით მშობლებს აწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე
აქტივობებისა და დავალებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირველ გაკვეთილზე მშობელთა
ჩართულობა არ აღემატებოდა 32%-ს, ხოლო მეორე, მესამე და მომდევნო გაკვეთილების პროცესებში
გააქტიურდა 57% და მეტი, რაც ასევე ცხადყოფს მიმდინარე აქტივობებისა და ინტერვენციის
წარმატებას. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ შვილების შედეგებით, ფლობდნენ ინფორმაციას
გაკვეთილების მიმდინარეობის შესახებ, ორმხრივი თანამშრომლობა ეფექტიანი აღმოჩნდა, მოსწავლეები
თავად მშობლების შეფასებით მაღალი მოტივაციით იყვნენ ჩაბმულნი სასწავლო პროცესებში,
აღწევდნენ წარმატებას, ავლენდნენ, როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებს, რასაც მშობელთა
მხრიდან გამხნევება, თანაზიარობა, თანადგომა ახლდა, ეს აისახა საგაკვეთილო პროცესებშიც.
ზოგიერთ შემთხვევაში იმ სუსტი მოსწავლის სწავლის ხარისხი, რომელსაც გვერდს მშობელი
უმაგრებდა, აღემატებოდა იმ საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლის სწავლის
ხარისხს, რომელთა მშობლებიც ვერ ჩაერთნენ აქტივობებში. ვარაუდი გამართლდა, მშობელთა
ჩართულობამ მნიშვნელოვნად აამაღლა მოტივაცია და შესაბამისად, სწავლის ხარისხი, აკადემიური
მაჩვენებელი. შედეგები ასე გამოიყურება:
ინტერვენციის ბოლო ფაზა
იყო შემაჯამებელი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა კვლევაში ჩართული მშობლების უმრავლესობა,
მათ თავად იხილეს შედეგი, მოტივირებული, ინტერესით სავსე მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ
ნამუშევრებს რუდუნებით წარადგენდნენ აუდიტორიის წინაშე, მათი ხედვა გაცილებით ფართო
იყო, ისინი ამჟღავნებდნენ არა მხოლოდ საკითხის ცოდნას, არამედ შეფასების, არგუმენტირებისა
და სინთეზის უნარებს, შემოქმედებითი იყო თითოეული პრეზენტაცია.
შედეგები ცხადყოფს მე-6
ჰიპოთეზის მართებულობას, მშობელთა ჩართულობა უდავოდ არის მოსწავლეთა შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორი.
მშობელთა უკუკავშირი
(იხ. დანართი N8) ადასტურებს ჩატარებული
კვლევის სარგებლიანობასა და ეფექტურობას.
კვლევის შეჯამება, თვითშეფასება
სასკოლო
საჭიროების კვლევის თემა შეირჩა პრობლემის აქტუალობიდან და სკოლის სასწავლო პროცესის
გაუმჯობესების მიზნებიდან გამომდინარე.
სხვადასხვა საგნის პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დაგვედგინა რა ღირებულება
აქვს მათთვის მოსწავლის შინაგან სასწავლო მოტივაციას. რა პრობლემები ხვდებათ ამ საკითხთან
მიმართებაში და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების მოგვარება. აღმოჩნდა, რომ პედაგოგების 85 % ფიქრობს,
რომ შინაგანი სასწავლო მოტივაციის დაბალი მაჩვენებელი ყველაზე დიდი პრობლემაა სწავლებისას,
ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა შედეგი არასახარბიელოა.
მათი თქმით, პრობლემები არის სასწავლო პროცესის წარმართვაში.
პედაგოგთა პასუხებმა ცხადყო, რომ პრობლემა რეალური
და აქტუალურია. სკოლა საჭიროებს მოტივირებულ მოსწავლეს, რათა სწავლების პროცესი იყოს
შედეგიანი და ეფექტური.
საკვლევი საკითხისა და მიზნების ჩამოყალიბების
შემდგომ შეირჩა ფოკუსჯგუფი და დაიგეგმა ინტერვენციები.
განხორციელებული კვლევის მონაცემთა შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას,
რომ ჰიპოთეზის პირველი ნაწილი არ გამართლდა,
რაც მოსწავლეთა სწავლების შინაგანი მოტივების: თვითგანვითარების მოტივი, მიღწევისა
და შემეცნების მოტივების მაღალი მაჩვენებლით აიხსნება. გარეგანი მოტივაცია კი საკმაოდ
დაბალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს
გააჩნიათ მაღალი შინაგანი მოტივაცია, მიიღონ მეტი ინფორმაცია და ცოდნა, გახდნენ წარმატებულნი,
რაზეც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული უარყოფი გავლენების საშიშროება უმნიშვნელოა.
რაც შეეხება ჰიპოთეზაში გაჟღერებულ
მეორე ვარაუდს, იგი გამართლდა და გამოვლინდა, რომ კლასის მოსწავლეთა წამყვანი სასკოლო
მოტივაცია არის შინაგანი ფაქტორებით განპირობებული და იგი უფრო ხშირად სახელდებოდა
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების მიერ. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსწავლემ
გააუმჯობესოს სასწავლო მიღწევები, უნდა შევძლოთ მისი შინაგანი მოტივების გააქტიურება
და ამაღლება. ყოველივე ეს შესაძლოა მაღალ კორელაციაში იყოს მოსწავლეთა თვითშეფასებასთან.
ჰიპოთეზის მესამე ვარაუდი გამართლდა, შედეგების შეჯამებამ დაადასტურა
ჰიპოთეზა, რომ მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა, მათი ინტერესების
გათვალისწინება, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა სასწავლო პროცესში,
ზრდის შინაგან სასწავლო მოტივაციას, რაც დადებითად აისახება, როგორც სასწავლო პროცესზე,
ასევე აკადემიურ მაჩვენებლებზე.
ასევე, მოსაზრება, რომ პროექტით სწავლება ეფექტიანი ხერხია მოსწავლეთა
შინაგანი სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად გამართლდა. მეოთხე ჰიპოთეზის მართებულობა უდავოა. შედეგების შეჯამების საფუძველზე
დადასტურდა აღებული გეზის სისწორე.
კვლევისას დავრწმუნდით მეხუთე
ჰიპოთეზის მართებულობაში. განმავითარებელი შეფასება ის საშუალებაა, რომელიც ზრდის
შინაგან სასწავლო მოტივაციას, ამაღლებს თვითშეფასებას, მოსწავლე სწორ გზას ადგება და
მეტი ინტერესით სრულყოფს საკუთარ ცოდნას, რაც ხელშემწყობი ფაქტორია მათი პიროვნებად
ფორმირების პროცესსა და თვითგანვითარების უმნიშვნელოვანეს საქმეში.
საოცრად ეფექტიანი აღმოჩნდა მშობელთა ჩართულობა, შინაგანი სასწავლო მოტივაცია
ამაღლდა, რაც დაადასტურა მაჩვენებელთა ზრდამ და მშობელთა უკუკავშირმა. შესაბამისად,
გამართლდა მეექვსე ჰიპოთეზაც _ მშობელთა
ჩართულობა სასწავლო პროცესში ხელიშემწყობი ფაქტორია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კვლევისას სირთულეები, მოსწავლეებთან და მშობლებთან
ურთიერთობისას, აქტივობების განხორციელებისას არ შეგვქმნია, რაც ცხადყოფს, რომ მსგავსი
ტიპის სწავლება ხელსაყრელია პედაგოგის, მოსწავლისა და მშობლისთვის. მთავარი სირთულე
მონაცემების შეგროვება იყო, შედეგების ანალიზსაც დიდი დრო დასჭირდა, ვინაიდან ინტერვენციები
მრავლად გვქონდა, თუმცა ყველა წინაღობის გადალახვა შევძელით ერთობლივი ძალით.ს
კვლევის შედეგად პასუხი გაეცა
ყველა საკვლევ კითხვას:
·
არის თუ არა პრობლემური შინაგანი სასწავლო მოტივაციის
დაბალი მაჩვენებელი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის?
მასწავლებელთათვის
განკუთვნილმა კითხვარმა ცხადყო სასწავლო მოტივაციის ნაკლებობის პრობლემურობა.
·
რომელი მიდგომებით ან აქტივობების გამოყენებით შეიძლება
მოსწავლემ შეძლოს შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლება?
·
გააუმჯობესებს
თუ არა სიტუაციას მშობელთა
ჩართულობა სასწავლო
პროცესში?
·
შინაგანი სასწავლო მოტივაციის ამაღლება გამოიწვევს თუ
არა მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლების ზრდას?
ინტერვენციების
შედეგებმა დაგვანახა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა, მათი ინტერესის გათვალისწინება, მრავალფეროვანი,
საინტერესო აქტივობა, მასწავლებელთა კოლაბორაციული მუშაობა, პროექტებით სწავლება, განმავითარებელი
შეფასების სტაბილური გამოყენება შინაგანი სასწავლო მოტივაციისა და აკადემიური მაჩვენებლების
ზრდის ხელისშემწყობი ფაქტორია.
·
შემუშავებულმა მეთოდებმა და ინტერვენციებმა გამოავლინა
შერჩეული ჰიპოთეზის მართებულობა.
წინამდებარე კვლევის შედეგები კი წარედგინება აღნიშნული
სკოლის მესვეურებს, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, რომლებიც, სავარაუდოდ, თავიანთ
მომავალ საქმიანობას დააყრდნობენ აღწერილ შედეგებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
განათლების ფსიქოლოგია,
ანიტა ვულფოკი, მე-10 გამოცემა
2.
მოსწავლეთა შეფასების
საერთაშორისო პროგრამა PISA
6.
Educational Administration, Theory, Research
and Practice. WAYNE K.Hoy, CECIL G.MISKEL
7.
GESJ: Education Science and Psychology 2014,
Teachers’ first conference “University and School - essential to each
other”, 29-30 November 2013.
9.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.10&d=HASH473087b171f34317cbf26b.4.4.3 _ მასლოუს თეორია მოტივაციის მნიშვნელობაზე.
10.
https://giorgilomouri.wordpress.com/2016/12/27/pbl-project-based-learning/
პროექტით სწავლების ეფექტურობა;
11.
file:///C:/Users/EMIS/Downloads/2460.pdf დიმიტრი უზნაძე, განყობის შექმნისას განმავითარებელი
შეფასების როლი;
12.
ეროვნული სასწავლო
გეგმა.
13.
ირინა აბულაძე ,,სტრატეგიები
მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად“ჟურნალი
,,მასწავლებელი“ 2013წ; გვ.8-11.
14.
განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ.სასწ.
გეგმებისა და შეფასების ცენტრი.-თბილისი. 2008;
15.
მასწავლებელთა საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის გზამკვლევი- ნაწილი-მეორე.
Комментариев нет:
Отправить комментарий