კლუბი

რეალური სამყარო/კლუბის ექსკურსია/მე-8,მე-9,მე-12

 "მრავალი წერტილი..."  პროექტი "მეგობარი"

დაჯილდოვება/პრეზენტაცია

"მრავალი წერტილი..." გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიულ-შემოქმედებითი გზა

"მრავალი წერტილი..." ნახატებიანი წიგნი "მიხეილი და ალექსანდრე"

"მრავალი წერტილი..." ნარკოტიკული თრობა და შედეგები

"მრავალი წერტილი..." მარიხუანა

"მრავალი წერტილი..." ჰეროინი 

"მრავალი წერტილი" პრეზენტაციები 

პრეზენტაციები  

კლუბის განცხადება  




შემოქმედ მოსწავლეთა სამოქალაქო-ლიტერატურული კლუბი
                                           
„მრავალი წერტილი“



ლიზი ნიჟარაძე
2018-2019 სასწავლო წელი

________________________________________________



    კურატორი- ლიზი ნიჟარაძე, წამყვანი მასწავლებელი;
კონსულტანტი - გურამ დოჩანაშვილი, მწერალი;
ლიდერი - ლიზი ონიანი, ლიზი პეტრიაშვილი, მოსწავლე-IX-VIII-XII კლასი.
                              





____________________________________________________________



სსიპ ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლის შემოქმედ მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბი „მრავალი წერტილი“ ჩამოყალიბდა 2018 წლის ოქტომბერში, განისაღვრა საქმიანობის წესდება, ჩამოყალიბდა მიზნები და ამოცანები, აერთიანებს  VIII-XII კლასის მოსწავლეებს.


                 სლოგანი: „ყველა დასასრულში დასაწყისია, ანუ წიგნის მიღმიერი სამყარო წიგნზე მეტია“.

ემბლემა:



კლუბ „მრავალი წერტილის“ წესდება:
     -კლუბის ხელმძღვანელი ორგანოა კურატორი,რომელიც არჩეულია ერთი წლის ვადით,მისი გადაყენება შესაძლებელია:პირადი განცხადების ან კლუბის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

      -კლუბის კურატორს აქვს უფლება: ჩაატაროს კლუბის სხდომა,წინასწარ მოამზადოს საჭირო მასალა.უხელმძღვანელოს კლუბს,დაამტკიცოს მისი წევრების მიღებული გადაწყვეტილებები.
      -მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები კლუბის მოღვაწეობის შესახებ.
      -კურატორი უფლებამოსილია უარი თქვას  ხელმძღვანელობაზე და 1 თვის ვადაში წერილობით ამცნოს კლუბის წევრებს.
      -ყველა გადაწყვეტილება მიიღება კლუბის წევრთა უმრავლესობაზე დაყრდნობით.
                                         
      -ლიტერატურული კლუბის წევრთა საქმიანობა დაფუძნებულია
თანასწორობაზე, ნებაყოფლობასა და თავისუფალ სიტყვაზე.
     -კლუბის წევრი შეიძლება იყოს სკოლის მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლე;
     -კლუბის წევრები არიან კლუბის დამაარსებლები და აქვთ თანასწორი უფლებები და მოვალეობები;
     -კლუბში გასაწევრიანებლად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს პირადი განცხადება ან ხელმოწერით დაადასტუროს სურვილი;
     -კლუბიდან წევრის  გარიცხვა შეიძლება
  ა) კლუბის წესდების დარღვევისას;
  ბ)პირადი სურვილის შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე.
                                  
კლუბის წევრთა უფლებები:
      -მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში;
      -დაგეგმოს და ჩაატაროს ღონისძიებები სხვადასხვა ფორმით.
      -მიიღოს ინფორმაციები კლუბის დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ.


  კლუბის მიზნები და ამოცანები:
1. მხატვრული ლიტერატურის  გაცნობა და პოპულარიზაცია;
2. შემოქმედ მოსწავლეთა უნარების აღმოჩენა და განვითარება;
3. მოსწავლეთა ინიციატივებით ღონისძიებების ჩატარება;
4. ინტელექტუალური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
5. კონფერენციების, საკვლევაძიებო მუშაობის   წარმართვა;
             კლუბში მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში:     
-ორგანიზაციული მუშობისა და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
- გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას ;
-შემატებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის  უნარს;
-პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას ;
-კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
-საკვლევაძიებო მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვას;
-გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს;
-აამაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას;
-წიგნის პოპულარიზაცია.
.         კლუბი განახორციელებს საქმიანობას ,რომელიც გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან, მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულებითი ტექსტის შექმნის უნარი, ჩამოუყალიბოს  დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების, ლიტერატურის, როგორც ხელოვნებისა და კულტურის  აღქმის უნარი.
საინფორმაციო   ორგანო:
     კლუბს აქვს საიფორმაციო ორგანო:სკოლის გაზეთიწერტილი“ და სტენდი „მძიმე.
    მუშაობს მიმართულებებით:
შემოქმედებითი უნარის გაღვივება კლუბის წევრებში, საკვლევაძიებო მუშაობების ჩატარება, მოსწავლეთა კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
                                    კლუბის მუშაობის გრაფიკი:
     კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, პარასკევობით,
 კურატორი ვალდებულია, კლუბის მუშაობის განრიგი, შეხვედრებისა და ღონისძიებების  ადგილი გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას.
წინასწარ განსაზღვროს და  კლუბის წევრებს გააცნოს ღონისძიების გეგმა.







                                         სამუშაო გეგმა

თარიღი
                     ღონისძიება
ადგილი

  

  1-26

ოქტომბერი







ნოემბერი













21 ნოემბერი




24 იანვარი








23 მარტი







თებერვალი-




-აპრილი


  






აპრილი
მაისი







კლუბის შექმნის ორგანიზაციული საკითხები;
ა)კლუბის წევრთა მიღება;
ბ)კლუბის სახელწოდებისა და ატრიბუტიკის შერჩევა;
1.კლუბის წესდების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა-დამტკიცება;
2.კლუბის სამუშაო გეგმის დამტკიცება.

მოსწავლეთა მუშაობა თემების: დოჩანაშვილის შემოქმედება _  „მიხეილი და ალექსანდრე“, 
გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიულ-შემოქმედებითი გზა;
“საერთო კალენდრის“ მომზადების მიზნით  საკვლევაძიებო მუშაობის ჩატარება;



მოსწავლეთა სასკოლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა თემით: „წიგნის მიღმა“.


„გავაცოცხლოთ წიგნის ფურცლები“-მოძიებული მასალებით კლუბის ერთი დღე: “ითამაშეთ ჩვენთან ერთად!“


ნახატიანი წიგნის შექმნა სასკოლო ბიბლიოთეკისთვის.


კლუბის ლიტერატურული მუშაობის პრეზენტაცია/სტუმრად საყვარელ მწერალთან






თემა: “სიმბოლიკა მწერალთა შემოქმედებაში“-მოსწავლეები (პატარა უფლისწული“, „პატარა დინოზავრი“.....)


   
     კლუბის საქმიანობის შემაჯამებელი             ..                           ღონისძიება:
                  „წერტილები“


   შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრების
             კონკურსი ნომინაციებით:

        მოსწავლეთა მიერ შერჩეულ თემაზე (მეგობარი)  მუშაობა, პრეზენტაცია.




მოსწავლეთა მიერ შერჩეულ თემაზე (ნარკოტიკული თრობა და მისი შედეგები) მუშაობა, პრეზენტაცია.


      




 სკოლა
























 სკოლა







 სკოლა








სკოლა





სკოლა




სკოლა





სკოლა, შეხვედრები სხვა სკოლებთან












1 комментарий:

  1. სკოლები

    თბილისის N62 საჯარო სკოლაში კლუბი „მრავალი წერტილი“ მრავალფეროვან ღონისძიებებს ახორციელებს
    19-03-2019

    http://etaloni.ge/20859
    -+
    http://www.etaloni.ge/geo/main/index/20859


    თბილისის N62 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლიზი ნიჟარაძემ 2018 წლის ოქტომბერში კლუბი „მრავალი წერტილი“ დაარსა.

    „მრავალფეროვანი და საინტერესოა კლუბის სამუშაო დღეები, მოსწავლეთა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ისინი სხვადასხვა თემაზე იმუშავენ. მათი ინტერესისა და უმრავლესობის ინიციატივით, პირველ თემად დასახელდა - წიგნი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

    მოსწავლეთა მოტივაციისა და მონდომების შედეგად, მსოფლიო და ქართული მრავალი ლიტერატურული შედევრი შეირჩა და მუშაობა პრეზენტაციით დეკემბერში დასრულდა.

    თებერვლის თემად კლუბმა „მეგობარი“ აირჩია. მოსწავლეები მთელი ძალისხმევით აგროვებდნენ ინფორმაციას, ახარისხებდნენ, აწყობდნენ სლაიდებს, შემოქმედებითად აზროვნებდნენ, იმყოფებოდნენ ძველ თბილისში, ლეღვთახევში, მეგობრისადმი ერთგულების ნიშნად ბოქლომი შეაბეს ხიდის მოაჯირს. მუშაობა მარტში დასრულდა.

    პროექტი 5 მიმართულებით მიმდინარეობდა: ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, რეალური სამყარო, არჩევითი (სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი).

    მე-8 და მე-9 კლასი ორ გუნდად გადანაწილდა. მათ ხუთივე კუთხით წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელსაც აფასებდა კომპეტენტური ჟიური: ელენე შებურიშვილი (რეალური სამყარო), ცირა კასრელიშვილი (არჩევითი: სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი), თინიკო შარაშენიძე (ხელოვნება), გულიკო ბიწაძე (ლიტერატურა) და ნონა ტარიელაშვილი (მუსიკა).

    „შეჯიბრებაში გამარჯვებულია მეგობრობა! მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლურად ორივე კლასი დაჯილდოვდა საათით, რათა იფიქრონ დროზე, რომელიც სწრაფად მიდის და ყოველთვის ასე ეფექტიანად გამოიყენონ“ - აღნიშნეს სკოლაში.

    იხილეთ ფოტოები

    ОтветитьУдалить